ჰიუ გრანტი - ტელეშოუების ყველაზე ჭირვეული სტუმარი

ჰიუ გრანტი - ტელეშოუების ყველაზე ჭირვეული სტუმარი

ჰიუ გრანტის ჭირვეულ ხასიათზე ჰოლივუდში ლეგენდები დადის. პოპულარული ამერიკული ტელეგადაცემის The Daily Show-ს წამყვანმა ჯონ სტუარტმა განაცხადა, რომ აღარასდროს მოიწვევს შოუში მსახიობ ჰიუ გრანტს. ამის შესახებ წამყვანმა გამოცემა US Magazine-სთან ისაუბრა.

ბრიტანელმა მსახიობმა 2009 წელს The Daily Show-ში მონაწილეობა ფილმის "გაქცეული მორგანების" პრომო-კამპანიის ფარგლებში მიიღო. ამ შემთხვევის გახსენებისას სტუარტმა ჰიუ გრანტი "საჯდომში გარჭობილ ეკლად" მოიხსენია.

"გამუდმებით ბუზღუნებდა, ყველა შეაწუხა. ის ვიდეოც არ მოეწონა, რომელიც მის გამოსვლამდე ჩავრთეთ. მაშინ ვუპასუხე, რომ თუ ეს კლიპი არ მოსწონს, მაშინ უკეთ უნდა ითამაშოს ფილმებში", - იხსენებს ჯონი.

"ის ყველაზე ცუდი სტუმარი იყო. არადა, მანამდე დიქტატორებიც კი ყოფილან ჩემს გადაცემაში!" - აღნიშნა ტელეწამყვანმა.

როგორც ჩანს, მას შემდეგ ჰიუ გრანტი ძალიან შეიცვალა. მსახიობმა ტელეწამყვანის ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ბოდიში "ტვიტერის" მეშვეობით მოიხადა.

მომზადებულია US Magazine-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება