კარლ ლაგერფელდის 10 მარგალიტი

კარლ ლაგერფელდის 10 მარგალიტი

ხშირად მას მოდის ინდუსტრიის კულისებში "კარლ დიდსაც" უწოდებენ. კარლ ლაგერფელდის სიტყვა, როგორც წესი, კანონია. კოკო შანელის საქმის გამგრძელებლის ყოველ წინადადებას, მოდის სამყარო სუნთქვაშეკრული ელოდება.

დიზაინერის 10 ციტატა, რომლებსაც მსოფლიო პრესაში ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

1. კარლ ლაგერფელდი ქეით და პიპა მიდლტონების შესახებ:

"ქეით მიდლტონს შესანიშნავი ფიგურა, ლამაზი სილუეტი აქვს. ის ქალურობის ნამდვილი განსახიერებაა. ნამდვილი რომანტიკული ლამაზმანი. მისი და ცდილობს, რომ არ ჩამორჩეს, მაგრამ წარუმატებლად. ძალიან არ მომწონს პიპას სახე. ვურჩევდი, რომ მხოლოდ მისი უკანა ხედის დემონსტრირება მოახდინოს."

2. სექსისა და ქორწინების შესახებ:

"ქორწინება მაშინ მოიგონეს, როდესაც ადამიანები 30 წლის ასაკში კვდებოდნენ. ახლა ამ ასაკში ქორწინდებიან და ერთად 60 წლამდე ცხოვრობენ. ქორწინების იდეაში სექსზე მეტი რამ უნდა იდოს. 30 წელი მხოლოდ იმ ადამიანთან ერთად უნდა გაატარო, ვისაც მართლა გინდა, რომ ყოველ დღე უყურო."

3. დასვენების შესახებ:

"უამრავი ვარსკვლავი დუნდება მასაჟით. ჯონ ტრავოლტა საერთოდ, ფანია მასაჟის. მე კიდევ ვერ ვიტან და ერთი წამითაც არ მჯერა, რომ სასარგებლოა. ვერ ვიტან, როდესაც მეხებიან!"

4. კატა შუპეტის შესახებ:

"ზოგჯერ მგონია, რომ ზედმეტად ლამაზიც კია! ეს კატა გასულ შობას მაჩუქეს და ახლა ის ჩემი ოჯახის სრულფასოვანი წევრია. ჩემთან ერთად, ერთ მაგიდაზე ვახშმობს, სძინავს ბალიშზე და ორი მოსამსახურე ყავს - დღის და ღამის. გარდა ამისა, iPad-ით მუშაობაც იცის. "

5. ანორექსიის შესახებ:

"ანორექსია ფრანგი გოგონების მხოლოდ 1 პროცენტს თუ აწუხებს. ამასთან, არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რომ საფრანგეთის მოქალაქეთა 30 პროცენტს ჭარბი წონის პრობლემა აქვს. თქვენი აზრით, ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის? მოდელები, რომლებსაც თქვენ ჟურნალებში ხედავთ, მოხდენილები არიან და არა გამხდრები."

6. ადელის შესახებ:

"დიახ, ადელს ნამდვილად ლამაზი სახე და ღვთიური ხმა აქვს, მაგრამ ის ზედმეტად სავსეა. "

7. მიშელ ობამას შესახებ

"ერთხელ როცა აღვნიშნე, რომ მისი ვიწრო კაბა ზედმეტად გამოკვეთს მის ფორმებს, მიშელ ობამა გაოცდა და თქვა: "განა თქვენ არ მოგწონთ ჩემი სხეული უკნიდან? ერთადერთი, რაც მინდა ისაა, რომ ჩემმა მეუღლემ გაიმარჯვოს არჩევნებში. თუნდაც ეს მოხდეს ჩემი ვიწრო ქვედაბოლოს ხარჯზე".

8. დედოფალ ელიზაბეტ II იუბილეს შესახებ:

"ვფიქრობ, რომ დედოფალი ელიზაბეტი მისი ასაკის გათვალისწინებით შესანიშნავად გამოიყურება. დღეს მისი ფოტოები ბევრად უკეთესია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ."

9. აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ:

"ჩვენს დროში ადამიანები მზად არიან, რომ ყველაფერი ტალახში ამოთხვარონ. ეს ცუდი ჩვევაა. რა თქმა უნდა, ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება, მაგრამ თუ პრესას ვენდობით, თანამედროვე ქალების 50% - ბოზები, ხოლო 50% - ჩუმჩუმელები არიან. "

10. რუსი ქალების შესახებ:

"მე რომ რუსი ქალი ვიყო, აუცილებლად ლესბოსელი ვიქნებოდი, ვინაიდან რუს მამაკაცებზე მახინჯი კაცები არსად არიან. რამდენიმე ნორმალური მოიძებნება, მაგალითად, ნაომი კემპბელის მეგობარი. რუსეთი ყველაზე ლამაზი ქალების და ყველაზე მახინჯი კაცების ქვეყანაა."

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება