საქართველოში უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება

საქართველოში უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება

საქართველოში უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

თოვლის სახით მოსულ ნალექს სერიოზული ზიანი არ მოუტანია დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში უმნიშვნელო რაოდენობის გამოძახებები დაფიქირდა, რაც ძირითადად მოყინულ გზაზე ავტომობილების მოცურებას უკავშირდება. "პატარ-პატარა უმნიშვნელო, შემთხვევები არის, რაც მთავარია არავინ დაშავებულა",- განმარტა გიორგაძემ.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ ვახტანგაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჯვრის, ნაქერალასა და გომბორის უღელტეხილებზე მოძრაობა აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. მისივე თქმით, შეზღუდვები ამ ეტაპზე არ ვრცელდება რიკოთის უღელტეხილზე.

შპს "თბილსერვისის ჯგუფის" დირექტორის თორნიკე შიოლაშვილის ინფორმაციით, თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ტექნიკური მარილი მოყრილია და სამუშაოები შიდა ქუჩებზე მიმდინარეობს. მისივე თქმით, დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილის მოყრა 3 დღეა დაიწყო, თუმცა წუხელ ღამის 4 საათიდან სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. შიოლაშვილის განმარტებით, ზოგიერთ ქუჩაზე, მაგალითად, ნუცუბიძის გამზირზე მარილის დაყრა უკვე განმეორებით ხდება. გარდა ამისა, მარილი იყრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ხიდებზე. მისივე თქმით, ტექნიკური მარილის საკმარისი მარაგია და 50-მდე ერთეული ტექნიკა მზადყოფნაშია. ამა თუ იმ ქუჩაზე სამუშაო ჯგუფების გასვლა და მარილის დაყრა მერიის ცხელ ხაზზე შესული ზარების საფუძველზე ხდება.

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ტემპერატურის მატებას ელოდებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომლის, სვეტლანა ნიორაძის ცნობით, საქართველოში ნალექი სუსტი თოვლის სახით ხვალაც მოსალოდნელია.

სინოპტიკოსები ხვალ დასავლეთ საქართველოში - წვიმას, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში თოვლს პროგნოზირებენ.

თბილისში დღეს ღამით მინუს 2 გრადუსი,  ხვალ კი პლიუს 4 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 20 დეკემბრიდან ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს. ხოლო 21 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს, მთაში კი მოთოვს.

სინოპტიკოსების ცნობით, არამდგრადი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ანა მარშანია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"