რუსულმა Forbes-მა ბიძინა ივანიშვილი "წლის კოსმოპოლიტად" დაასახელა

რუსულმა Forbes-მა ბიძინა ივანიშვილი "წლის კოსმოპოლიტად" დაასახელა

ჟურნალ Forbes-ის რუსულმა გამოცემამ, სპეცპროექტ "წლის ბიზნესმენის" ფარგლებში, გასული წლის ყველაზე წარმატებულ მეწარმეთა სია გამოაქვეყნა. ნომინაციაში "წლის კოსმოპოლიტი" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა.

გამოცემის საიტზე ვრცელი სტატია განთავსდა სათაურით - "როგორ გახდა ჩუმი რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი". სტატიაში ივანიშვილის განვლილ ცხოვრებაზე და ბიოგრაფიის დეტალებზეა საუბარი.

რაც შეეხება თავად რუსული Forbes-ის "წლის ბიზნესმენთა" რეიტინგს, მის სათავეში "ალფა-ჯგუფის" მფლობელი მიხაილ ფრიდმანია.

მომზადებულია forbes.ru-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა