ქეით მიდლტონი ქალიშვილს დიანას დაარქმევს

ქეით მიდლტონი ქალიშვილს დიანას დაარქმევს

კემბრიჯის ჰერცოგინია, ფეხმძიმე ქეით მიდლტონი ქალიშვილის შეძენის შემთხვევაში, პატარას გარდაცვლილი დედამთილის პატივსაცემად, დიანას დაარქმევს. ამ ფაქტით ძალიან გაღიზიანდა უილიამის დედინაცვალი კამილა პარკერი.

"ეს გადაწყვეტილება კამილას გულს სტკენს. ქეითმა პრინცესა დიანას საფლავზე დაიფიცა, რომ თუკი ქალიშვილი შეეძინება, აუცილებლად მის სახელს დაარქმევს. გარდა ამისა, ქეითს ტოქსიკოზი აწუხებს, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, სამეფო ოჯახის ყოველწლიურ საშობაო სადილს დაესწროს. უილიამმა ცოლს განუცხადა, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სადილზე წასვლაზე უარის თქმა შეუძლია, მაგრამ ქეითმა იცის, ეს ფაქტი დედოფალს გააღიზიანებს, მასთან კონფლიქტს კი მაქსიმალურად ერიდება", - წერს ამერიკული ჟურნალი "Globe".

კამილა პარკერს ქეითთან და უილიამთან კარგი ურთიერთობა არ აქვს - თუკი სამეფო ოჯახში კონფლიქტია, ხმაური ყოველთვის რძალ-დედამთილს უკავშირდება. კამილა საჯაროდ დასცინის უილიამსაც; როგორც ცნობილია, უილიამს სიმელოტე შეეპარა. დედინაცვალიც მის მასხრად აგდებას არ ერიდება. საჯაროდაც განუცხადა, რომ დროა, ნაკლის დასაფარად თავზე პარიკი დაიხუროს.

შეგახსენებთ, პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 

მომზადებულია Globe-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს