ჟურნალმა People-მა 2012 წლის მთავარი მოვლენები დაასახელა

ჟურნალმა People-მა 2012 წლის მთავარი მოვლენები დაასახელა

ჟურნალმა People-მა, რომელიც ცნობილი ადამიანების პირად ცხოვრებას აქტიურად აშუქებს, 2012 წლის ათი მთავარი მოვლენა დაასახელა. რეიტინგი ონლაინ-არჩევნების შედეგად შეადგინეს, რომელიც გამოცემის საიტზე ჩატარდა. არჩევნებში 1,5 მლნ მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა.

People-ის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ 2012 წელი სულ მცირე ორი "საიდუმლო" ქორწილით გამოირჩეოდა. კერძოდ, მსახიობების - რაიან რეინოლდსისა და ბლეიკ ლაივლის, ჯესიკა ბილისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის ჯვრისწერით. ორივე ცერემონია მედიისთვის დახურული იყო.

ყველაზე ნანატრ ქორწილად ჯენიფერ ენისტონის და მისი შეყვარებულის, ჯასტინ ტერუს ქორწილი დაასახელეს. ტერუმ ჯენიფერს ხელი 2012 წლის ზაფხულში სთხოვა. მომავალი დღესასწაულის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

რომანი, რომლის არსებობის შესახებ "ჯერ კიდევ არ გვჯერა" People-ის მკითხველებმა მსახიობისა და დიზაინერის მერი - კეიტ ოლსენის და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ძმის, ოლივეს რომანი დაასახელეს. წყვილი რომ ერთმანეთს ხვდება, ცნობილი 2012 წლის გაზაფხულზე გახდა.

People-ის ღირსშესანიშნავი მოვლენების სია ასე გამოიყურება:

1. წლის საიდუმლო ქორწილები: ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი; ჯესიკა ბილი და ჯასტინ ტიმბერლეიკი.

2. ყველაზე დასამახსოვრებელი ტანსაცმელი: ქეით მიდლტონის კაბა, რომელიც მას ლონდონის ოლიმპიადისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე ეცვა.

3. მატება ოჯახში: ჰილარი დაფის ჩანაწერები საკუთარ ახალშობილ ვაჟზე "ტვიტერში".

4. წლის გაერთიანება: 25 წლის ამარიკული სიტუაციური კომედია "სავსე სახლი".

5. ყველაზე აბეზარა: ლინდსი ლოჰანი.

6. ისინი, ვინც კიდევ გაინტერესებთ: პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი.

7. ყველაზე თვალსაჩინო ტანსფორმაცია კინოში: დენიელ დეი-ლიუისი აბრაამ ლინკოლნის როლში.

8. ყველაზე ნანატრი ქორწილი: ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ.

9. ყველაზე მოულოდნელი რომანი: მერი-კეიტ ოლსენი და ოლივიე სარკოზი.

10. ტელევიზიაში საუკეთესო დაბრუნება: ბრიტნი სპირსი შოუ X Factor-ში.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება