რა შემთხვევაში დათანხმდებოდა რატი დურგლიშვილი შიშველ ფოტოსესიას

რა შემთხვევაში დათანხმდებოდა რატი დურგლიშვილი შიშველ ფოტოსესიას

რამდენად მომხიბლავიცაა, იმდენადვე ღრმა და საინტერესო ხასიათი აქვს რატი დურგლიშვილს. ნია ბონდის შეკითხვას, დიდი თანხის სანაცვლოდ შიშველ ფოტოსესიას დათანხმდებოდა თუ არა, ჩვეული მოკრძალებით პასუხობს, თუმცა მგონია, რომ დაკუნთულ სხეულზე უარს ნამდვილად არ იტყოდა.

-  შენი ყველაზე დიდი ნატვრა.

-  მინდა, ძალიან ბევრი ფინანსურად წელში გამართული ოჯახი ცხოვრობდეს და მალე მთლიანი საქართველო ვნახო. ეს არის ჩემი დიდი ნატვრა.

-  ამბიციური ხარ?

-  ჯანსაღი ამბიცია მაქვს ჩემს საქმეში. ისე არაფერს არ მოვკიდებ ხელს, დარწმუნებული რომ არ ვიყო. საერთოდ, ურთიერთობებში არ ვარ ამბიციური. თუმცა, ამ ბოლო დროს გავრცელდა ჩემზე, რაღაც თავში აუვარდაო, ოღონდ ამას ისეთები ამბობენ, ვფიქრობ, საკუთარი გადმოსახედიდან რომ საზღვრავენ. ვიცი ბევრი ასეთი ადამიანი, ვინც ჩემზე ჭორაობს.

-  ცალმხრივად შეყვარებული ყოფილხარ?

-  ერთადერთხელ ვიყავი ცალმხრივად და ისიც მე მინდოდა, ასე ყოფილიყო. ისე, ძირითადად ორმხრივია ეს გრძნობა. იცი რა, მთავარია, რა ტიპის ურთიერთობა გინდა. თუ ოჯახის შექმნას აპირებ, ჰო, რასაკვირველია, ორმხრივად. ისე, ცოტა ამ კუთხით დალაგებული ვერ ვარ (იცინის), ბევრი ადამიანი ვერ მიგებს. არ არის გამორიცხული, რომ მართლა მძიმე ვიყო ურთიერთობაში.

-  შეყვარებული ხარ?

-  ამ ეტაპზე არ ვარ. იმიტომ, რომ რაღაც ეტაპამდე მიდის ხოლმე ეს საკითხი, მერე ყველაფერი ფუჭდება. იცი რა, იმდენად თავისუფალი და კომუნიკაბელური ვარ, რომ ძალიან ბევრ საშუალებას ვაძლევ ჩემს პარტნიორს. შემდეგ ამას ისე იგებენ, თითქოს ასეც უნდა იყოს. პატივისცემას კარგავენ ხოლმე ჩემ მიმართ, მერე უჩნდებათ პრეტენზიები, ამბიციები და უკვე მანდ ვეღარ მივყვები (იცინის).

-  ყველა სასიყვარულო ურთიერთობა შენდამი უპატივცემულობის გამო დაინგრა?

-  არამარტო. ძალიან ბევრი შეცდომის გამოც.

-  პრობლემა შენშია?

-  ჩემში არ არის პრობლემა, ამას თვითონ ისინიც აღიარებენ. შეცდომა ყველას მოსდის, თუმცა მე ურთიერთობაში მაქსიმალურად ვცდილობ, პარტნიორს დისკომფორტი არ შევუქმნა.

-  ცნობილი სახე ყოფილა შენი შეყვარებული?

-  კი, ერთი-ორი (იცინის).

-  რა კომპლექსები გაქვს?

-  იცი რა, სულ მგონია, რომ ადამიანებს არ ვუყვარვარ და ვაწუხებ (იცინის). აი, ასეთი რაღაცები მჭირს.

-  ქალში რას ანიჭებ უპირატესობას?

-  პირველ რიგში, ქართველ ქალს ვანიჭებ უპირატესობას 85%-ით. რასაკვირველია, პიროვნულ თვისებებს - თავისუფლებას, აზროვნებას. აუცილებლად უნდა იყოს კეთილი და ბუნებრივი. არაფერი არ უნდა ჰქონდეს ხელოვნური. სასტიკად არ ვარ მომხრე პლასტიკური ქირურგიის. ყველაფერი ნატურალური მიყვარს, მათ შორის გრძნობებიც. ყველაზე ძალიან ტყუილი მეზიზღება და მაგის გამო შეიძლება საყვარელი ადამიანიც დავკარგო.

-  მაკას გარდა ვისთან ისურვებდი დუეტს?

-  არასდროს მიფიქრია, რომ დუეტი ვინმესთან მემღერა. ყოველთვის სოლოზე ვფიქრობდი, სანამ ჩვენი დუეტი შეიქმნებოდა. ამიტომ არანაირად არ მოვისურვებდი სხვასთან, ყველანაირად მაკმაყოფილებს მაკასთან ერთად სიმღერა.

-  სოლიდური თანხის შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაში შიშველ ფოტოსესიას დათანხმდებოდი?

-  ფინანსები არასოდეს ყოფილა განმსაზღვრელი ჩემს ცხოვრებაში და მით უმეტეს, არც ახლა იქნება. არ წავალ იმაზე, რისი გაკეთებაც არ მინდა. თუ მექნება დაკუნთული ტანი ან თუ ჩავთვლი, რომ ღირებულია და ევროპაზეც გავა, მერე ვიფიქრებ (იცინის). მოკლედ რომ ვთქვა, ფულის გამო არ გავაკეთებ, გავაკეთებ მხოლოდ მაშინ, როცა ამის სურვილი მექნება.

-  ახლა გაქვს სურვილი?

-  არ მაქვს (იცინის). იმიტომ, რომ საქართველოში ვცხოვრობთ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პატარა გულშემატკივარი გვყავს მე და მაკას. მე მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. შესაძლოა, ბევრმა მათგანმა მოგბაძოს და არ მინდა, რაღაც სხვანაირი წვლილი შევიტანო ახალი თაობის აღზრდაში. მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს. ვფიქრობ, არ უნდა გააწბილო შენი გულშემატკივარი.

-  სოლოკარიერაზე ფიქრობ?

-  სიმართლე გითხრა, ახლაც მაქვს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საზღვარგარეთ სოლოკარიერის გასაგრძელებლად. უბრალოდ, არ ვფიქრობ ამაზე. სავსებით მაკმაყოფილებს ამ ქვეყანაში ცხოვრება, მით უმეტეს, რომ ჩემთვის ფული არ არის განმსაზღვრელი. რაც აქ მაქვს, სითბო და სიყვარული, ამას ვერანაირად ვერ იყიდი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება