მსოფლიოში ყველაზე მაღალი თინეიჯერი

მსოფლიოში ყველაზე მაღალი თინეიჯერი

მსოფლიოში ყველაზე მაღალი თინეიჯერი 17 წლის ბრაზილიელი ელისანი და კრუს სილვა 2 მეტრი სიმაღლისაა.  გოგონას სიმაღლეში ზრდა ჰიპოფიზში (ტვინის ფუძეზე არსებული ჯირკვალი) არსებულმა სიმსივნემ განაპირობა. ექიმებმა სიმსივნე ამოჭრეს.

გოგონა სიმაღლის გამო პრობლემებს აწყდება. სიმაღლის გამო ვერ მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სკოლაში სიარულზე უარი თქვა, რადგან კლასელები დასცინოდნენ, სახლში ოთახებში გადაადგილება უჭირს - მუდამ მოხრილი დადის, რადგან ჭერს დაეჯახება. ელისანი დებთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

ფოტოგრაფებმა გოგონა თავის შეყვარებულთან 22 წლის ფრანსინალდოსთან ერთად გადაიღეს. 2 მეტრიანი ელისანის გვერდით მისი შეყვარებული ცეროდენა ჩანს, თუმცა ფრანსინალდო ამბობს, რომ შეყვარებული ისეთი უყვარს, როგორიც არის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს