რას საქმიანობენ ნაციონალი გოგონები და რას სთხოვს სოფო ნიჟარაძე ბიძინა ივანიშვილს

რას საქმიანობენ ნაციონალი გოგონები და რას სთხოვს სოფო ნიჟარაძე ბიძინა ივანიშვილს

ქართულ შოუბიზნესს ერთი უცნაური "დაავადება" სჭირს, პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად, მომღერლებიც იცვლებიან. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს პოპულარული მომღერლების ნაწილი ვარდების ხელისუფლებამ რამდენიმე წლით "ჩარეცხა", ნაწილმა კი ახალ ხელისუფლებაშიც მოიწყო თბილი ბუდე.

"ჩარეცხილ­ე­ბი", როგორც მაშინ პრეზიდენტმა უწოდათ, ჯერ "ქართული ოც­ნების" მხარდამჭერ აქციებზე ვიხილეთ, ახლა კი სოლოკონცერტებსაც მართავენ და ტელევიზიითაც ხშ­ირად ჩნდებიან.

მართალია, ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობ­ის მხარდამჭერი მო­მღერლებიდან არ­ა­ვინ "ჩაურეცხავს", მაგრამ ისინი ნელ-ნელა, თავისთავად მაინც ქრებიან. შესაბამისად, ტელეეკრანებსა და კონცერტებზე ნაკლებად ჩნდებიან და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობენ ან დაკავებული პოლიტიკოსების მხარდამჭერ ათკაციან აქციებზე დადიან.

სოფო ნიჟარაძე და ნინა წკრიალაშვილი ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად დამეგობრდნენ. ყველასთვის ცნობილია, რომ სოფო პრეზიდენტის ფავორიტი მომღერალი გახლავთ და მის გარეშე საქართველოში არც ერთი მნიშვნელოვანი კონცერტი არ ჩატარებულა. ახალგაზრდა პრიმადონამ პოპულარობით თავად ლელა წურწუმიაც კი დაჩრდილა, რადგან სპეციალურად სოფოსთვის დადგმულ მიუზიკლებში ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯებოდა.

მართალია, ნინას ამხელა სიმაღლეები არ დაუპყრია, მაგრამ ნაციონალურ ფრთაში დაფასებული კადრი გახდა და კულტურის სამინისტროში მუშაობაც დაიწყო. ნინას ისე შეუყვარდა პრეზიდენტი, რომ რამდენიმე წლის წინ ტელეფონის ეკრანზე ფონად მისი ფოტო ეყენა. ნაციონალების დასაცავადაც არაერთი ბრძოლა გადაუტანია. ალბათ ბევრს აღარც ახსოვს, როგორ მიაყენეს ერთ-ერთ აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მომღერალს ლევან გაჩეჩილაძის მხარდამჭერებმა.

მაშინ ნინა ბეწვზე გადარჩა, ამიტომ ჭკუა ისწავლა და ხალხის დამოძღვრა, თუ როგორი კარგია ნაციონალური მოძრაობა - პრესიდან დაიწყო. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალური 5-ნომრიანი მაისურით მათ მხარდამჭერ კონცერტებზეც გამოდიოდა და იმითაც იმუქრებოდა, თუ ნაციონალები არ გაიმარჯვებენ, თავს მოვიკლავო.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნინას გულშემატკივრობამ პარტიას ვერაფერი უშველა, მაგრამ ნინა ამჯერად პოლიტიკურ ფლანგზე გააქტიურდა. სოციალური ქსელიდან მოწოდებები არ იკმარა და ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა. ტელეკამერების წინ კომენტარებიც არ დაიშურა და საღამოს "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე მხარდამჭერებისგან მადლობებიც მიიღო.

საქართველოში ხომ ყველაზე ადვილი პროფესია ექსპერტობაა. რამდენიმე ხმაურიანი განცხადება, შემდეგ ერთი-ორი სატელევიზიო ეთერი და მესამედ, ტელევიზიები არ დაგზარდებიან და, შენი სახელისა და გვარის ქვევით მედიაექსპერტს, პოლიტიკურ ექსპერტს ან სამხედრო ექსპერტს მიაწერენ. ნინაც, სავარაუდოდ, პოლიტიკურ ექსპერტობას უმიზნებს, სხვა არაფერია მისი კომენტარი, რომელიც "ფეისბუქზე" ირაკლი ალასანიას "კურიერ პ.ს."-ში გამოსვლის მერე მიუძღვნა:

"ირაკლი ალასანიამ "პ.ს."-ში თქვა, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველო ბუქსაობდა და ვერ განვითარდაო. აბა, როდის განვითარდა, ბატონო ირაკლი, 90-იან წლებში?"

ყოჩაღ, ნინა, ნინასი გეშინოდეთ, მინისტრებო!!!

როგორც თავში აღვნიშნე, ამ ბოლო დროს ნინა და სოფო დამეგობრდნენ. გარდა პოლიტიკური მოსაზრებებისა, კიდევ ბევრი რამ აერთიანებთ. მათ შორის ერთ-ერთი გახდომა და კარგი ტანის დაყენებისკენ სწრაფვაა. იმის დემონსტრირებას, რომ ცხოვრება ძველებურად გრძელდება და "ქართული ოცნება" ვერაფერს დააკლებთ, ნაციონალები ხშირად ახდენენ. ნინა და სოფოც მოდას არ ჩამორჩნენ და "ფეისბუქზე" ფიტნესკლუბში გადაღებული ფოტოები ატვირთეს.

სოფო და ბიძინა ივანიშვილი (იქვე ნინა-ც)

გასულ კვირას ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოფო ნიჟარაძეს "ფეისბუქის" გვერდზე უცნაური ფოტო გამოუქვეყნა. სოფოს და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ფოტოები გვერდიგვერდაა დამონტაჟებული და ზემოდან აწერია:

"ბიძინა ივანიშვილი კულტურის მინისტრად სოფო ნიჟარაძეს ნიშნავს. გადადით ლინკზე და ნახეთ დაწვრილებით, თუ ტყუილი იყოს, შეგიძლიათ "ანლაიქი" გაუკეთოთ".

"რას ნიშნავს ეს ყველაფერი, კონკრეტული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! თუ გაქვთ, ბატონო ბიძინა, კი ნუ მაპარებთ, პირდაპირ დამირეკეთ ნომერზე..." - ასე გამოეხმაურა ფოტოს ახალგაზრდა პრიმადონა და ხუთიანებით და ნულებით შემდგარი ნომერი გამოაქვეყნა. სად იყო და სად არა, იქვე ნინაც გაჩნდა ფოტოს ქვევით და დაიჩივლა:

"შენ კაი პონტში ხარ სოფ, ან ცოლი ხარ, ან საცოლე. მე პირდაპირ ნაშა, ამ სტატუსს ვერ ავცდი".

"რა ცოლი, რა საცოლე, არ გამაგიჟო ახლა, ისევ მინისტრობა მირჩევნია", - წერდა სოფო ნიჟარაძე.

ასე რომ, სოფოს ახალ ხელისუფლებაში მინისტრობა უნდა, ნინა კი პოლიტიკურ ექსპერტობას უმიზნებს. ისე, ვერა ქობალია თუ იყო მდგრადი მინისტრი და უცნაურად გამქრალი ხათუნა კალმახელიძე - ციხეების დედოფალი, დიდი ამბავი, სოფომ კულტურის მინისტრობაზე წამოაყენოს პრეტენზია.

მოგვიანებით, მომღერალმა ფო­ტო წაშალა და საკუთარ გვერდზე შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა:

"მსგავს სისულელეებს თავი დაანებეთ და გაფრთხილებთ, ვინც ასეთ ფოტოებს დამიდებს ან მომნიშნავს, ან გაავრცელებს, დავბლოკავ. დავიღალე უკვე თქვენი ბოდვებით, გემშვიდობებით..."

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება