ჩინელი თარჯიმანი ორივე ხელით ერთდროულად სხვადასხვა ენაზე წერს

ჩინელი თარჯიმანი ორივე ხელით ერთდროულად სხვადასხვა ენაზე წერს

ახალგაზრდა ჩინელი თარჯიმანი, ჩენ სიანი, რომელიც ქალაქ ჰანდანში ცხოვრობს, უნიკალური უნარითაა დაჯილდოვებული. მას შეუძლია ორივე ხელით ერთდროულად სხვადასხვა ენებზე წეროს. ერთი ხელით ის ვერტიკალურად წერს, ხოლო მეორეთი - ჰორიზონტალურად, რათა ინგლისურის და ჩინურის აბზაცები სწორად დაიცვას.

მართალია ჩვენს დროში თარგმანს ხელით აღარავინ წერს და ამისთვის კომპიუტერი არსებობს, მაგრამ ჩენ სიანის ეს უნარი უნიკალურობას მაინც არ კარგავს.

ნიჭი თარჯიმანმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. სტუდენტობის დროს იმდენი საშინაო დავალება ჰქონდა მოსამზადებელი, რომ შეუმჩნევლად ორივე ხელით დაიწყო წერა.

სიანის თქმით, ადამიანები ხშირად მის ნიჭს სკეპტიკურად უყურებენ. როდესაც დარწმუნდებიან, რომ ჩენი ორივე ხელით სხვადასხვა ენაზე გამართულად წერს, მაშინვე უჩნდებათ სურვილი იგივე გაიმეორონ, მაგრამ ამაოდ.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს