ჯულიანა მურის ქალიშვილი დედის ასლია

ჯულიანა მურის ქალიშვილი დედის ასლია

ჰოლივუდის მსახიობის 52 წლის ჯულიანა მურის ქალიშვილი დედის ასლია.

პაპარაცებმა ჯულიანა და 10 წლის ლივი ნიუ-იორკში კალათბურთის მატჩზე შენიშნეს. დედა-შვილს შორის გარეგნული მსგავსება ძალიან დიდია. პატარა ლივს დედის მსგავსად წითური ლამაზი თმა და ცისფერი თვალები აქვს. გოგონამ მამის მიერ გადაღებულ 2 ფილმში ეპიზოდური როლები შეასრულა. ფილმში "The Rebound" კი ლივის პარტნიორი ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი კეტრინ ზეტა ჯონსი იყო.

მსახიობსა და მის მეუღლეს რეჟისორ ბარტ ფრეინდლიხს ლივის გარდა, კიდევ ერთი შვილი - 15 წლის კალები ჰყავთ. ჯულიანა ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ოჯახია.

"ოჯახს არასდროს ვშორდები, მაშინაც კი, როცა გადასაღებ მოედანზე ვარ. ჩვენი ოჯახი სხვებისგან არაფრით განსხვავდება, ერთადერთი, რაც ჩემს შვილებს მეზობლის ბავშვებისგან განასხვავებს ისაა, რომ მათ თან მუდამ პაპარაცები დაჰყვება. საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები - როგორ ვმუშაობ? მაქვს დრო ფეხბურთის მატჩს ვუყურო? ბავშვები პირნათლად ასრულებენ საშინაო დავალებას?", - განაცხადა ჯულიანამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

თუმცა ვარსკვლავის ცხოვრებაში ყოველთვის ასეთი იდილია არ სუფევდა. მსახიობი 25 წლის იყო, როდესაც პირველად გათხოვდა. ვარსკვლავისა და მისი პირველი მეუღლის, რეჟისორ ჯონ რუბინის ქორწინება კრახით დასრულდა. უიღბლო ქორწინებამ ჯულიანაზე ძალიან იმოქმედა. დღემდე ამ ურთიერთობას ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ ოჯახი იმიტომ დაენგრა, რომ პატარა ასაკში გათხოვდა. ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს დღემდე არ ელაპარაკება.

მომზადებულია fashionbookmark.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება