მაკოლეი კალკინი: მარტო სახლში ახალ წელს

მაკოლეი კალკინი: მარტო სახლში ახალ წელს

რამდენიმე დღის წინ ფილმ "მარტო სახლშის" ვარსკვლავი, მაკოლეი კალკინი პაპარაცებმა ნიუ-იოკრში შენიშნეს. როგორც ჩანს, ცნობილი ფილმის სიუჟეტი ახლა 32 წლის მსახიობის რეალობად იქცა. მაკოლეი კალკინი ახალი წლის დღეებში მართლაც მარტოა.

მაშინ, როდესაც სხვა ვარსკვლავები ახალი წლის მხიარულ სამზადისში არიან ჩართული, მაკოლეი დროს სრულ სიმარტოვეში ატარებს. მსახიობი საყიდლებზე მარტო დადიოდა.

მაკოლეი ჯერ სწრაფი კვების ობიექტს Taco Bell-ს ეწვია, შემდეგ სოჰოს ქუჩებში გაისეირნა და Banana Republic-სა და Urban Outfitters-ში შეიარა. მსახიობს ჯინსის შარვალი ეცვა, ფერადი კაშნე ეკეთა და თავზე უსახური ნაცრისფერი ქუდი ეფარა.

თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევის შემდეგ, მაკოლეი კალკინი მეგობრებთან ურთად მის ახალ სტუდიაში საქმიანობს.

მაკოლეისა და მისი მეგობრების, ადამ გრინისა და რობი გუდშენის მიზანი გემოვნებიანი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შექმნაა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება