დავით ბაქრაძე - ბიუჯეტის ხარჯზე ჩემი ცოლი და მისი დაქალები არსად წამიყვანია

დავით ბაქრაძე - ბიუჯეტის ხარჯზე ჩემი ცოლი და მისი დაქალები არსად წამიყვანია

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიუჯეტის ხარჯზე მივლინებაში არასდროს წასულა, ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გაზეთ "ვერსიასთან" ისაუბრა. საქმე ეხება ჟურნალისტ შალვა რამიშვილის გავრცელებულ დოკუმენტს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ბაქრაძის ვიზიტს უკავშირდებოდა. 

"ბიუჯეტის არცერთი თეთრის ხარჯზე ჩემი მეუღლე არსად წამიყვანია. თუ ოდესმე მივლინებაში ერთად ვყოფილვართ, ყველა ხარჯი ჩემი გადახდილი იყო - ამას სრული გულახდილობით ვამბობ. ცოლი და მისი დაქალები ჩემთან ერთად არ ყოფილან...

ცოლის დაქალები სახელმწიფო ფულით რომ წამეყვანა სადმე, ხმასაც არ ამოვიღებდი, ვიტყოდი შემეშალა-მეთქი, მაგრამ არ წამიყვანია და რა გავაკეთო?! გინდა, დევნა დაარქვი, გინდა, "უდევნობა" - არსად არავინ წამიყვანია ბიუჯეტის ფულით და რა ვქნა?! ვინც უნდა ის დაკითხონ - ცოლი, ცოლის დაქალები და სიდედრის ნათესავები! ეს ოფიციალური მივლინება ჩემზეა გაფორმებული და არა ჩემი ცოლის დაქალებზე, ჩემს ძმაკაცებსა და ჩემი შვილის კლასელებზე!", - აცხადებს დავით ბაქრაძე.

როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, სახრეთ აფრიკაში მისი ვიზიტი მხოლოდ ოფიციალურ ხასიათს ატარებდა, შალვა რამიშვილის მიერ გავრცელებული დოუკმენტი კი მისი დაცვის ხარჯებს ასახავს.

"ეს საბუთი ჩემი დაცვის სასტუმროს ხარჯებია... სამხრეთ აფრიკაში ოფიციალური ვიზიტით ვიყავი, ლომი კი გალიის გარეთ, თვალით არ მინახავს, არც ნადირობა მიყვარს. ეს რამიშვილის მიერ მოპოვებული საბუთი კი არა, მივლინების ოფიციალური დოკუმენტია. სამხრეთ აფრიკა ჩვენი მთავარი პარტნიორია კონტინენტზე, არაღიარების პოლიტიკაში, ამიტომ ხანდახან ასეთ ეგზოტიკურ ქვეყნებშიც გვიწევს სიარული", - აღნიშნა ბაქრაძემ.

ოქტომბრის დასაწყისში ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა სოციალური ქსელით მეტად საინტერესო დოკუმენტი გაავრცელა - საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ გადარიცხვა ს.ს. "თი-ბი-სი ბანკის" პარლამენტის სერვის-ცენტრიდან არის განხორციელებული, გადამხდელი ილია ყურაშვილია, ხოლო საკმაოდ სოლიდური თანხის, 5760 აშშ დოლარის მიმღები - სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში მდებარე "სამხრეთ აფრიკის გოლფისა და საფარის ტური", გადარიცხვის დანიშნულება კი სასტუმროს ხარჯების დაფარვაა... შალვა რამიშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის დაცვის ორი წევრის - ილია ყურაშვილისა და ალექსანდრე სიხარულიძის მიერ განხორციელებული საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი და რომ სამხრეთ აფრიკაში, საფარიზე დროის გასატარებლად დავით ბაქრაძე და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. ამ ეგზოტიკური გრიალის ფული კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

იხილეთ ასევე: "რა დაუჯდა ბიუჯეტს დავით ბაქრაძის ნადირობა აფრიკაში?"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"