ჯენეტ ჯექსონი დაინიშნა

ჯენეტ ჯექსონი დაინიშნა

მომღერალი ჯენეტ ჯექსონი დაინიშნა. ვარსკვლავის რჩეული ბიზნესმენი ვისამ ალ მანაა. ჯენეტი მილიარდერ საყვარელზე ახლო მომავალში დაქორწინებას აპირებს.

არავის გაკვირვებია, რომ ბიზნესმენი საყვარელს ულამაზეს ბეჭედს აჩუქებდა, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთმა უძვირფასესმა საქორწინო ბეჭედმა შეძლებული ელიტაც კი გააოცა. ჯენეტი შიშობს, რომ ძვირფას საქორწინო ბეჭედს მოპარავენ, ან დაკარგავს და შესაბამისად, საიდუმლო საცავში შეინახა.

როგორც ჟურნალი "Us Weekly" წერს, ბიზნესმენი გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავს და ცერემონიაზე მილიონი დოლარი დაიხარჯება. როგორც ჯენეტის ახლო მეგობარი აცხადებს, ვარსკვლავს ძალიან უნდა შვილი გააჩინოს, მაგრამ თუ ვერ დაფეხმძიმდება, ბავშვს იშვილებს.

მომზადებულია Us Weekly-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება