რომან აბრამოვიჩი მამა მეშვიდედ გახდება

რომან აბრამოვიჩი მამა მეშვიდედ გახდება

მილიარდერი რომან აბრამოვიჩი მამა მეშვიდედ გახდება. მისი საყვარელი, დაშა ჟუკოვა ორსულადაა. ეს წყვილისთვის უკვე მეორე შვილია, თუმცა რომანს წინა ქორწინებიდან კიდევ 5 შვილი ჰყავს.

ინფორმაცია დაშას ფოტოებმა დაადასტურა, სადაც აბრამოვიჩის 31 წლის საყვარელს მუცელი ეტყობა. პაპარაცებმა წყვილი სეირნობისას დააფიქსირეს. დაშა ჟუკოვა სავარაუდოდ ორსულობის მეოთხე თვეშია.

რომან აბრამოვიჩი, მისი ორსული საყვარელი და მათი 3 წლის შვილი აარონი ზამთრის ცივ დღეებს კარიბის ზღვის კუნძულებზე ატარებენ.

ორჯერ განქორწინებულ მაგნატს პირველი მეუღლისგან 3 ქალიშვილი და 2 ვაჟი ჰყავს. წყვილი 16 წლიანი ქორწინების შემდეგ 2007 წელს გაიყარა.

დასავლურმა პრესამ აბრამოვიჩის საახალწლო გეგმებიც შეიტყო. მილიარდერი საახალწლოდ გრანდიოზულ წვეულებას აწყობს, რომელიც 8 მლნ დოლარი უჯდება. აბრამოვიჩის საახალწლო წვეულებაზე 400 სტუმარია მიპატიჟებული.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს