ანფისა ჩეხოვა - "რუსები საშინლად ღვარძლიანები გახდნენ"

ანფისა ჩეხოვა - "რუსები საშინლად ღვარძლიანები გახდნენ"

ქართველი მსახიობის, გურამ ბაბლიშვილის მეუღლე, რუსი ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე თანამედროვე რუსებს აკრიტიკებს.

"რა საშინლად ღვარძლიანები გავხდით რუსები! ყოფილი საბჭოთა კავშირის არცერთი სხვა ქვეყნიდან არ მოდის იმდენი ნეგატიური მუხტი, რამდენიც რუსეთიდან. თანამემამულეებისგან უარყოფით დამოკიდებულებას ვგრძნობ. ღვარძლი ვირუსივით ვრცელდება რუსეთში და მის მოსახლეობას აინფიცირებს. მოდი, საბავშვო ბაღებშივე დავიწყოთ ღვარძლის წინააღმდეგ აცრა! მრავალ ღატაკ ქვეყანაში ვყოფილვარ, რომლებსაც დიქტატორები მართავენ! იქ ადამიანები დილიდან საღამომდე მინდორში მუშაობენ, იღიმებიან, სიმღერებს მღერიან!", - წერს ანფისა ჩეხოვა.

ტელეწამყვანი რუსებს რჩევას აძლევს:

"ძვირფასო, ღვარძლიანო რუსებო! არ ვიცი, ვინ და როდის გაწყენინათ, მაგრამ თანაგიგრძნობთ და გეფერებით, ვინაიდან არ გესმით, რას აკეთებთ! სხვებისკენ მიმართული ბოროტება და ღვარძლი, სინამდვილეში, მხოლოდ თქვენვე გვნებთ! მეტაფიკიზის ყველა კანონის შესაბამისად, ბოროტებას საკუთარ თავს უკეთებთ! შეიბრალეთ თქვენი თავი!", - წერს ტელეწამყვანი.

ასევე იხილეთ: ირაკლი ფირცხალავამ ანფისა ჩეხოვა ცოლად დაიქირავა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს