ბუტა რობაქიძე პატრულის მთვრალმა თანამშრომელმა მოკლა

ბუტა რობაქიძე პატრულის მთვრალმა თანამშრომელმა მოკლა

ექსკლუზიური ინტერვიუ ზურაბ ბაქრაძესთან

2004 წლის 23 ნოემბერს, თბილისში მოკლული 19 წლის ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურა ისევ აქტიურად მუშაობს. უკვე აშკარაა, მაშინ პატრულის იმიჯი რომ არ შელახულიყო, გრიგოლ ბაშალეიშვილის ჩადენილ ქმედებას თავისი სახელი არ დაერქვა, პირიქით, - ძალოვნებმა სრულიად უდანაშაულო ბუტა და მისი მეგობრები, კრიმინალებად შერაცხეს. ახალგაზრდებს თვალწინ მეგობრის მოკვლა არ აკმარეს, იარაღები ჩაულაგეს და ამ ბრალდებით, ისინი ციხეშიც გამოკეტეს. ახლა პროკურატურა იმ ხალხის ვინაობას ადგენს, ვინც მაშინ ეს დანაშაული შეთითხნა.

საქმის გაყალბებაში ბრალი უკვე წაუყენეს საპატრულო პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელს, ზურაბ მიქაძეს, თუმცა მოსამართლემ იგი 16.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაათავისუფლა. მიქაძემ გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება. მისი ადვოკატის თქმით, მან ის პირიც დაასახელა, ვინც უშუალოდ იარაღის ჩადების ბრძანება გასცა. ამ საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის, ზურაბ ბაქრაძის გვარმაც გაიჟღერა და ითქვა, რომ მას მიქაძე ამხელს.

ბაქრაძე საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ ის მზად არის, რობაქიძის საქმის ირგვლივ, პროკურატურას ჩვენება მისცეს. საყურადღებოა ერთი გარემოება: შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე ამ საქმესთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ტყუის. მის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცეს ვიდეოპატრულის ყოფილმა თანამშრომლებმა. უფრო მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, ოპერატორს გადაღებულიც კი ჰქონდა კადრები, სადაც იარაღიდან გასროლის ხმა ისმოდა. ეს კასეტა მაშინ დონაძემ გააქრო და საქმის შეთითხვნის შემდეგ გადაღებული კადრები უჩვენა საზოგადოებას. დონაძემ გამოძიებას წარუდგინა ცნობა, რომ იმ დღეს თბილისში საერთოდ არ იმყოფებოდა და მივლინებაში იყო წასული, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ცნობაც ყალბია.

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც დონაძის შემთხვევის ადგილზე ყოფნას ადასტურებს, ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ბაქრაძეა. იგი აცხადებს, რომ დონაძე იქ თავისი თვალით ნახა და რეალურად ის იყო საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი. დონაძე უკვე დაიბარეს პროკურატურაში, მაგრამ ის საქართველოდან წასულია და ამბობს, რომ სასწავლებლად იმყოფება. აშკარაა, მას არაერთი საქმის ირგვლივ მოუწევს თავის მართლება, მათ შორის - გირგვლიანის და რობაქიძის მკვლელობების საქმეებზე. რაც შეეხება ბატონ ზურაბ ბაქრაძეს, ის კიევიდან თავად დაგვიკავშირდა; მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. გთავაზობთ ექსკლუზიურად, სკანდალურ ინტერვიუს ყოფილ მაღალჩინოსანთან.

ზურაბ ბაქრაძე:

- როგორც კი ჩემმა გვარმა ამ საქმესთან დაკავშირებით გაიჟღერა, პირველ რიგში, საქმის გამომძიებლის ვინაობა დავადგინე. საქმის ერთ-ერთ გამომძიებელს, ბაკურ ჩიქოვანს დავუკავშირდი და ვუთხარი, - რახან საქართველოში არ ვიმყოფები, არ იფიქროთ, გამოძიებას ვემალები და არ მსურს თანამშრომლობა-მეთქი. ჩემი საკონტაქტო მონაცემები მივეცი. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, მზად ვარ, იმ წუთში გამოვფრინდე საქართველოში და ჩვენება მივცე-მეთქი. რაც შეეხება რობაქიძის მკვლელობის ფაქტს: იმ დროს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, კრიმინალური პოლიციის უფროსი ვიყავი. ჩვენ ზურაბ მიქაძისგან არ შეგვიტყვია მომხდარი. ჩემს უშუალო ხელმძღვანელ ლევან გვაზავასთან ერთად ვიმყოფებოდი, რომელიც ამავე დროს, შს მინისტრის მოადგილე გახლდათ. ბატონ ლევანს ქალაქის მორიგემ აცნობა, - დიდუბეში, კერძოდ, წერეთლის გამზირზე ადამიანი სავარაუდოდ, პატრულის თანამშრომლის მიერ უნდა იყოს მოკლულიო. ასევე ჩვენთან ერთად იყვნენ: ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსი ირაკლი ფირცხალავა და ისანი-სამგორის პოლიციის უფროსი დავით ბედია. მაშინვე გავედით შემთხვევის ადგილზე. შეტყობინებიდან დაახლოებით 40-50 წუთში იქ ვიყავით. იქ დაგვხვდნენ: გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, რომელიც საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო; პატრულის თანამშრომლები, გარდაცვლილი და მასთან ერთად, ახალგაზრდა "ბავშვები", ძირს დაყრილები და იარაღის მთელი არსენალი. სხვათა შორის, მაშინ ლოგიკურად შეკითხვაც გამიჩნდა და ზურაბ მიქაძეს კიდევაც ვუთხარი, - ყოჩაღ, შენმა ორმა თანამშრომელმა ამდენი არსენალით ამდენი ადამიანის დაკავება თუ შეძლო-მეთქი.

- თქვენი მტკიცებით, იარაღები უკვე ჩალაგებული იყო?

- იარაღები ადგილზე იყო. ჩემთვის ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ რატომღაც, სასამართლო პროცესზე ზურაბ მიქაძემ გააჟღერა, თითქოს ზურაბ ბაქრაძის მითითებით გაკეთდა ყველაფერი, მაგრამ ლოგიკურად

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ