ორლანდო ბლუმი და მირანდა კერი კვლავ ერთად არიან

ორლანდო ბლუმი და მირანდა კერი კვლავ ერთად არიან

ბოლო დროს ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ მსახიობი ორლანდო ბლუმი და "ვიქტორია სეკრეტის" მოდელი მირანდა კერი ერთმანეთს დაშორდნენ. ამ ხმების გავრცელებას ხელს უწყობდა ის ფაქტი, რომ წყვილი ერთად აღარ ჩნდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

თუმცა, საშობაო არდადეგებს მსახიობი და მოდელი ერთად, ოჯახურ გარემოში ატარებენ, პაპარაცებმა კი ისინი ლოს -ანჯელესში, თავიანთ პატარა ბიჭუნასთან ერთად გადაიღეს.

გავრცელებულ ხმებს ამერიკელი მსახიობისა და ავსტრიელი მოდელის დაშორების შესახებ კატეგორიულად უარყოფდა ორლანდო ბლუმის დედა, რომელმაც "დეილი მეილთან" საუბრისას განაცხადა:

"ისინი კვლავ ერთად არიან და ხმები მათი დაშორების შესახებ ჭორია და მეტი არაფერი. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მუშაობენ, თუმცა შვებულებას ყოველთვის ერთად ატარებენ".

შოუბიზნესის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წყვილმა ერთმანეთი 2006 წელს, ნიუ- იორკში გაიცნო და გაცნობიდან სამ წელიწადში იქორწინეს.

2011 წელს ორლანდო ბლუმსა და მირანდა კერის ვაჟი კრისტოფერ ფლინ ბლანშარ კოუპლენდ ბლუმი შეეძინათ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება