Forbes-მა 2012 წლის ყველაზე მომგებიან ვარსკვლავთა რეიტინგი გამოაქვეყნა

Forbes-მა 2012 წლის ყველაზე მომგებიან ვარსკვლავთა რეიტინგი გამოაქვეყნა

ჟურნალმა Forbes-მა კინოკომპანიებისთვის ყველაზე მომგებიანი და ამავე დროს ყველაზე ძვირადღირებული მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა. 

მსახიობთა შემოსავლიანობა ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოსული ყველაზე დიდი პროექტებითა და არტისტებისთვის გაცემული ჰონორარებით განისაზღვრა.

პირველი ადგილი რეიტინგში ნატალი პორტმანმა დაიკავა. მან ჰონორარის სახით აღებულ ყოველ ერთ დოლარზე კინოსტუდიებს 42.7 დოლარის მოგება მოუტანა. ეს ფილმებია "შავი გედი" (ჰონორარის სახით მსახიობს 13 მლნ დოლარი გადაუხადეს, ხოლო კინოგაქირავებაში ფილმმა 329 მლნ დოლარი მოაგროვა), "უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ სექსი" და "თქვენო უმაღლესობავ".

მეორე ადგილი კრისტენ სტუარტმა ერთ დოლარზე 40.2 დოლარიანი მოგებით დაიკავა. გარდა ამისა, 2012 წელს კრისტენი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. მისი კოლეგები ფილმიდან "ბინდი", რობერტ პატინსონი და ტეილორ ლონტერი ასევე მოხვდნენ რეიტინგში, თუმცა, მათ მეოთხე და მეექვსე ადგილები დაიკავეს.

ყველაზე მომგებიან ვარსკვლავთა ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ნატალი პორტმანი

2. კრისტენ სტუარტი

3. შაია ლაბეფი

4. რობერტ პატინსონი

5. დენიელ რედკლიფი

6. ტეილორ ლონტერი

7. ბრედლი კუპერი

8. დუეინ ჯონსონი

9. ემი ადამსი

10. კევინ ჯეიმსი

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება