ბიძინა ივანიშვილის ორეული

ბიძინა ივანიშვილის ორეული

გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილის "ორეული" აღმოაჩინა. პარლამენტარმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფრანგი მომღერლის, ჟილბერტ ბეკოს ვიდეო გაიზიარა. მომღერალი ძალიან ჰგავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

კლიპში ფრანგი მომღერალი კრემლის ფონზეა გადაღებული, რამდენიმე კადრში საბჭოთა კავშირის გერბიც ჩანს. სიმღერას "ნატალი" ქვია და ის ჟილბერტ ბეკოს რეპერტუარში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა. სიმღერა რუს თარჯიმან გოგონას, ნატაშას ეძღვნება. კლიპი მოსკოვში, 1964 წელსაა გადაღებული.

გოგა ხაჩიძის "ფეიბუქზე" გაზიარებულ ბმულს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მალევე შენიშნეს მსგავსება საქართველოს პრემიერსა და ცნობილ ფრანგ მომღერალს შორის.

ჟილბერტ ბეკო ფრანგი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი იყო, რომელიც 2001 წლის 18 დეკმებერს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: გოგა ხაჩიძემ კრემლის წინ მომღერალი "ბიძინა ივანიშვილი" აღმოაჩინა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს