"აპოკალიფსი" - წლის სიტყვად დასახელდა

 "აპოკალიფსი" - წლის სიტყვად დასახელდა

ორგანიზაცია Global Language Monitor-მა, რომელიც ინტერნეტში მსოფლიო ტრენდების მონიტორინგს ახორციელებს, 2012 წლის პოპულარული სიტყვა, დასახელება და სახელწოდება გამოავლინა.

GLM-ის ვერსიით, წელს მსოფლიოში პოპულარული სიტყვა ბეჭდურ მედიაში, ონლაინ-რესურსებსა და სოციალურ მედიაში აპოკალიფსი და მისი სინონიმები გახდა - "სამყაროს დასასრული" და "არმაგედონი". ორგანიზაციის აზრით, ბუნებრივია, ამ სიტყვების პოპულარიზაციას ხელი შეუწყო მაიას ტომის წინასწარმეტყველებამ 2012 წლის 21 დეკემბერს სამყაროს მოსალოდნელი აღსრულების შესახებ.

იმავე კვლევის შედეგად, 2012 წლის ყველაზე ხშირი ფრაზაა Gangnam Style - ცნობილი სამხრეთკორეელი რეპერის PSY-ის საქვეყნოდ ცნობილი ჰიტის სახელწოდება, რომლის კლიპიც რეკორდსმენია ნახვების მხრივაც YouTube-ზე.

Gangnam Style-ს მოსდევს ფრაზები - "გლობალური დათბობა" და "ფისკალური კრიზისი".

წლის ყველაზე პოპულარული ადგილის სახელები კი კონექტიკუტის შტატის ქალაქი ნიუთაუნია, სადაც რამდენიმე ხნის წინ თავდამსხმელმა სკოლაში 20 ბავშვი და 7 მასწავლებელი მოკლა.

ნიუთაუნთან ერთად პოპულარულ სახელად დასახელდა მალალა იუსუფზაი - პაკისტანელი ბლოგერი გოგონა, რომელიც თალიბების სისასტიკეზე დღიურების წერის გამო მძიმედ დაჭრეს.

მომზადებულია languagemonitor.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს