ჯონი დეპმა კუნძულს ამბერ ჰარდის სახელი დაარქვა

ჯონი დეპმა კუნძულს ამბერ ჰარდის სახელი დაარქვა

ჯონი დეპმა კარგად იცის, როგორ უნდა გაანებივროს ქალი. მსახიობმა საახალწლო საჩუქრად ამბერ ჰარდს რომანტიკული სურპრიზი მოუწყო და საკუთარ მფლობელობაში არსებულ კუნძულს ამბერი დაარქვა.

გადაწყვეტილება სპონტანური იყო. ჯონი თავის კუნძულს თვითმფრინავიდან აკვირდებოდა და უეცრად მიხვდა, რომ კუნძულის ზედხედი ძალიან ჰგავს ამბერის თეძოებს.

ბაჰამის კუნძულთა არქიპელაგში ოფიციალურად დარეგისტრირდა "ამბერის ყურე". დასავლურ პრესაში წერენ, რომ ეს რომანტიკული საჩუქარი ჰარდმა აუცილებლად უნდა დააფასოს. ჯონი დეპისა და ვანესა პარადის 14 წლიანი ქორწინების დანგრევა სწორედ მას დაბრალდა, მოგვიანებით ამბერმა დეპი მიატოვა. მას შემდეგ მსახიობი საყვარელი ქალის დაბრუნებას ყველა ხერხით ცდილობს, მაგრამ ჰარდს გული ვერ მოულბო.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება