შეფიცული ქალწულები

 შეფიცული ქალწულები

ალბანეთში, განსაკუთრებით კი ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრებ ზოგიერთ ოჯახში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომელსაც Kanun-ი ჰქვია. ალბანეთში მცხოვრებმა ზოგიერთმა ქალმა დაიფიცა, რომ სექსუალური ცხოვრება არასდროს ექნებათ და სიცოცხლის ბოლომდე ქალწულები იქნებიან.

ისინი კაცურად იცმევენ და ივიწყებენ, რომ ოდესღაც ქალად დაიბადნენ. უარს ამბობენ კაბებზე, პარფიუმერიაზე, შარვალსა და პიჯაკებში გამოწყობილნი დადიან, თმასაც მოკლედ იჭრიან და არასდროს ქორწინდებიან. ქალბატონები სახელსაც იცვლიან და ისე ცხოვრობენ, როგორც მამაკაცები.

ზოგიერთი ქალი ამ ცხოვრების წესს ბავშვობაში ირჩევს, ზოგიერთი - ქორწინებამდე, გოგონების ნაწილი კი მატერიალური მდგომარეობის გამო. რასაკვირველია, ეს ქალები გათხოვილნი არასდროს ყოფილან.

Kanun -ის მიმდევარ ოჯახებში სიმდიდრე და ძალაუფლება მემკვიდრეობით მხოლოდ მამაკაცებს გადაეცემათ, ქალი კი გათხოვების შემდეგ საცხოვრებლად ქმრის სახლში გადადის. ალბანეთში ადრეულ ასაკში ქორწინდებიან. ქვეყანაში ქალის უფლებები დაკნინებულია და ძირითადად ბავშვების მოვლითა და დისახლისობით შემოიფარგლება.

თანამედროვე ეპოქაში ალბანელი გოგონები ასეთ მსხვერპლზე უფრო იშვიათად მიდიან. როგორც ცნობილია, მსოფლიოში დაახლოებით 102 შეფიცული ქალწული ცხოვრობს.

მომზადებულია flavorwire.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს