კახა ბენდუქიძეს 14 სპეციალობაზე უფასო სწავლების შემოღება "ბანძობად" მიაჩნია

კახა ბენდუქიძეს 14 სპეციალობაზე უფასო სწავლების შემოღება "ბანძობად" მიაჩნია

ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივით ინტერესდება. ინიციატივის თანახმად, მომავალი წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, 14 სპეციალობაზე სწავლა უფასო იქნება.

"აგრონომია, განათლების მეცნიერებები, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ეკონომიკა, არქეოლოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია, ფილოსოფია და არქიტექტურა, - ეს არის იმ დარგების ჩამონათვალი, სადაც განათლება უფასო იქნება. ფილოსოფია ვხვდები რა ნიშნითაც აირჩიეს, მინისტრია ფილოსოფოსი :) მაგრამ დანარჩენების არჩევის კრიტერიუმები ცნობილია?" - წერს ჩერგოლეიშვილი.

ჩერგოლეიშვილის ამ პოსტს თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი კახა ბედუქიძეც გამოეხმაურა.

"ეს კიდევ ერთი სისულელე - არავითარი კავშირი არც ხარისხთან, არც ხელმისაწვდომობასთან არა აქვს", - დაწერა კომენტარში ბენდუქიძემ.

"ფეისბუქზე" გაკეთებულ კომენტარებში ჩერგოლეიშვილი და ბენდუქიძე გრანტების თემასაც შეეხნენ.

"ეგ ფორმა - ანუ გრანტები - რჩება, აქ საუბარია იმაზე, რომ ვინც გრანტს ვერ აიღებს, მაინც რომ მეცნიერი გამოვიდეს. ვინ არის ის ახალგაზრდა, რომელმაც ეროვნულ გამოცდაზე დაბალი ქულები მიიღო, და ამიტომ ფიზიკა უნდა უფასოდ ისწავლოს, არ ვიცი", - წერს კახა ბენდუქიძე.

"თუ ვინმემ აიღო გრანტი და უფასო ფაკულტეტზე ჩააბარა, გრანტი მოუცვდება, მაგრამ თუ სხვაგან გადავა, მაშინ გამოადგება. გამოდის ბანძობა", - დასძინა ბენდუქიძემ. 

გუშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, დავით ზურაბიშვილმა, სამინისტროს ახალი ინიციატივა გაახმაურა, რომლის თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 14 სპეციალობაზე სწავლის სრულ ოთხწლიან კურსს სახელმწიფო დააფინანსებს.

მომავალი წლიდან უფასოდ სწავლას შეძლებენ სტუდენტები, რომლებიც, გამოცდების გავლის შედეგად, შემდეგ სპეციალობებზე ჩააბარებენ: აგრარული მეცნიერებების მიმართულება, სპეციალობა - აგრონომია; განათლების მიმართულება - განათლების მეცნიერებები; ინჟინერიის მიმართულება, სპეციალობები - ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია და მშენებლობა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება, სპეციალობები -მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია; სოციალური მეცნიერებების მიმართულება - ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება - არქელოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია და ფილოსოფია, ასევე უფასო იქნება სწავლა არქიტექტურის სპეციალობაზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს