მირანდა კერი: "ქალის თეთრეულს ქორწინების გადარჩენა შეუძლია"

მირანდა კერი: "ქალის თეთრეულს ქორწინების გადარჩენა შეუძლია"

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ხმები, თითქოს მირანდა კერისა და ორლანდო ბლუმის ოჯახს წყალი შეუდგა და მიზეზი ლეონარდო დი კაპრიოა, ცნობილი მოდელი აქტიურად ლაპარაკობს თავისი მყარი ოჯახის შესახებ და ერთ-ერთ ამერიკულ შოუში ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საიდუმლოც გაამხილა. როგორც აღმოჩნდა, მისი მთავარი საიდუმლო თეთრეული ყოფილა.

"მამაკაცებს თვალებით უყვართ. ასე რომ, სილამაზის ყოველდღიურ რიტუალში უნდა ჩართოთ მაკიაჟი და ლამაზი თეთრეული. თქვენი ქმარიც არასდროს მიგატოვებთ, - აღნიშნა მირანდამ ინტერვიუში, - ეს საიდუმლო ბებიაჩემმა მასწავლა".

სხვათა შორის, მირანდას პოზიციას იზიარებს ასევე ბურლესკის დედოფალი დიტა ფონ ტიზი, რომელიც გათხოვილ ქალებს ურჩევს, ნუ დაიწყებენ მოდური ტენდენციებისთვის ფეხის აყოლას და ექსპერიმენტების ჩატარებას, არამედ უკვე გამოცდილი კლასიკა აირჩიონ: "შავი მაქმანიანი თეთრეული ნებისმიერ ქალს უხდება, - ამბობს დიტა, - ის ერთდროულად სექსუალურიც არის, მიმზიდველიც და ელეგანტურიც. თანაც, შავი მომგებიანი ვარიანტია. გაცილებით რთულად არის საქმე წითელ მაქმანებთან: ის ყველა კანის ფერს როდი უხდება. შავთან კი არასდროს არის პრობლემა".

დიტას მართლაც ვერავინ შეეკამათება, მან არც ისე ცუდად იცის, როგორ უნდა მოხიბლოს მამაკაცები. ერთ დროს მის ფერხთით იყო ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მამაკაცი და ცნობილი მუსიკოსი მერილინ მენსონი.

რაც შეეხება მირანდას, მისი აზრის მოსმენაც ღირს. ის მრავალი წლის განმავლობაში "ვიქტორიას" ერთ-ერთი მთავარი "ანგელოზია", გარდა ამისა, არაერთხელ დაუსახელებიათ მსოფლიოს ულამაზეს ქალად.

GQ

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება