ინდოეთში ჩაის პლანტაციის მუშებმა უფროსი შეჭამეს

ინდოეთში ჩაის პლანტაციის მუშებმა უფროსი შეჭამეს

ინდოეთის პოლიციამ ჩაის პლანტაციის მუშები დამსაქმებლის მკვლელობასა და კანიბალიზმში დაადანაშაულა.

შტატ ასამში, ჩაის პლანტაციის მუშებმა ბუნტი მოაწყვეს. დაახლოებით ათასმა მომიტინგემ პლანტაციის მეპატრონის ბუნგალოს ალყა შემოარტყა და გადაწვა. შედეგად, პლანტაციის პატრონი მეუღლესთან ერთად გარდაიცვალა.

"გამოძიებამ დაადასტურა, რომ მუშებმა პლანტატორი და მისი მეუღლე მოკლეს და მათი ხორცი შეჭამეს",- განაცხადა ადგილობრივი პოლიციის უფროსმა ნუმოლ მაჰატაომ. მისი თქმით, გამოძიებას ერთი მოწმე უკვე ჰყავს, რომელიც ასევე მუშაა.

პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობაში 15 ადამიანია გარეული. გამოვლენილია ბუნტის მოთავეები. ათი მათგანი დაპატიმრებულია. პარალელურად ბუნტის მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს. როგორც აღმოჩნდა, პლანტაციის მეპატრონემ საერთო საცხოვრებლიდან ათეულობით მუშა გამოასახლა. გარდა ამისა, სამი მუშა დააპატიმრეს, რამაც ბუნტი გამოიწვია. 

ასამის შტატში ჩაის პლანტაციის მუშათა სამუშაო პირობები ძალიან მძიმეა - ისინი არაკომფორტულ საცხოვრებელში ცხოვრობენ, სამედიცინო დახმარება, ფაქტობრივად, არ მიეწოდებათ და მათი უსაფრთხოება არ არის დაცული.

მომზადებულია Associated Press - ის მიხედვით. 

ასევე იხილეთ: მუშებმა ჩაის პლანტაციის მეპატრონე და მისი ცოლი დაწვეს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა