პარიზი, რომელიც ”დღესასწაული” სულაც არ არის

პარიზი, რომელიც ”დღესასწაული” სულაც არ არის

პარიზში პირველად სტუმრობისას, ადამიანები ხშირად გაოცებულნი რჩებიან იმ მახინჯი რეალობით, რომელსაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ შექმნილ ქალაქის რომანტიკულ იმიჯთან არაფერი აქვს საერთო. ტურისტები ჩადიან პარიზში და ჰგონიათ, რომ ზღაპრულ ევროპულ ქვეყანაში მოხვდნენ. უკან კი იმედგაცრუების გრძნობით ბრუნდებიან.

ამ ფენომენს, რომელსაც სახელად "პარიზის სინდრომი" ქვია, ყოველ წელს ყავს თავისი მსხვერპლი, გულუბრყვილო და მიმნდობ ტურისტთა შორის.

თუმცა ყველაზე მეტად პარიზით განხიბლვას იაპონელი მოგზაურები განიცდიან, ვინაიდან იაპონურ მედიაში საფრანგეთის დედაქალაქი წარმოდგენილია, როგორც ქალაქი, რომლის ტროტუარებზე კეკლუცი ქალბატონები დასეირნობენ, სადაც რესტორნებში აკორდეონი რომანტიკულ მელოდიებს გაბმულად უკრავს და რომლის ქუჩები გაჟღენთილია Chanel No. 5-ის არომატით.

სამწუხაროდ, რეალური პარიზი ასეთი სულაც არაა: ქალაქის ქუჩებში ნაგავი ყრია, ღარიბ უბნებში მძვინვარებს კრიმინალი, ხოლო პატივმოყვარე "სუფთასისხლიანი პარიზელები" გაგრძნობინებენ, რომ ზღაპარი შეთხზულია.

ფანტაზიებით დაზარალებულ ტურისტებს კი მოგზაურობის შიში უჩნდებათ, მავანი დეპრესიაში ვარდება.

რა თქმა უნდა, პარიზში ბევრი ისეთი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, მაგრამ იქამდე კარგად უნდა გაიაზრო, რომ ყველა ქალაქს პრობლემების მთელი "ბუკეტი" აქვს, რომლებსაც მხოლოდ მაშინ ეჯახები, როდესაც სანატრელ ადგილზე ჩადიხარ.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს