ნაომი კემპბელი პარიზში ცემეს

ნაომი კემპბელი პარიზში ცემეს

სუპერმოდელი ნაომი კემპბელი პარიზში დააყაჩაღეს. ნაომიმ ინციდენტის დროს სხეულის დაზიანებები მიიღო.

სუპერმოდელი რამდენიმე დღეა არ ჩნდება კლუბებსა და გლამურულ ღონისძიებებზე, რამდენიმე კვირის წინ კი პაპარაცებმა შემთხვევით გადაიღეს კადრები, სადაც ფეხმოტეხილი კემპბელი ეტლში ზის და გადაადგილებაში პირადი მცველები ეხმარებიან. დღემდე უცნობი იყო, რა შეემთხვა ვარსკვლავს.

როგორც მოდელის ახლო მეგობრები და თვითმხილველები ჟურნალისტებთან საუბარში ყვებიან, კემპბელი პარიზში დააყაჩაღეს. მოდელი ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

როგორც წყარო აცხადებს, პარიზის ქუჩებში მოსეირნე ნაომიმ პირადი ავტომობილით სასტუმროში დაბრუნებაზე უარი განაცხადა და ტაქსით მგზავრობა არჩია. სწორედ ამ დროს თავს რამდენიმე მძარცველი დაესხა. სუპერმოდელი დააყაჩაღეს და შეხლა-შემოხლისას მან ფეხი მოიტეხა. ნაომი მეგობრებთან საუბარში აცხადებს, რომ მძარცველებმა თანხა და ძვირფასი სამკაულები წაართვეს. რასაკვირველია, ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მილიარდერმა საყვარელმა ვლადიმირ დორონინმა კემპბელი პირადი თვითმფრინავით კოლორადოს შტატის კერძო კლინიკაში გადაიყვანა. ვლადიმირმა ნაომის მარტო სეირნობა აუკრძალა და პირადი მცველების რაოდენობა გაზარდა.

მომზადებულია New York Post-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება