15 წლის გოგონამ 90 წლის საქმროზე უარი თქვა

15 წლის გოგონამ 90 წლის საქმროზე უარი თქვა

საუდის არაბეთში 15 წლის გოგონამ 90 წლის საქმრო დაიწუნა და გათხოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. გოგონამ ქორწილის ღამეს საძინებლის კარი ჩაკეტა და ბარიკადები აღმართა. გოგონა ქორწილის მეორე დღესვე მშობლების სახლში გაიქცა. 90 წლის მოხუცმა, რომელიც საცოლეს ბაბუად უფრო ეკუთვნის, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და გოგონას ოჯახს სასამართლოში უჩივის.

მდიდარი მამაკაცი ამბობს, რომ გოგონას ოჯახს 17 500 დოლარი გადაუხადა და მათ ქალიშვილზე ყველა წესის დაცვით იქორწინა. მამაკაცი საცოლის ოჯახისგან ქონებისა და თანხის დაბრუნებას ითხოვს. არაბული ტელეარხის Al Arabiya-ს გავრცელებული ინფორმაციით, 90 წლის საქმრო აცხადებს, რომ მან გოგონას მშობლებთან ყველა საკითხი წინასწარ განიხილა და მათი თანხმობაც მიიღო, შესაბამისად, ქორწინება "ლეგალური და სწორია".

ქორწინებაში 75 წლიანმა სხვაობამ და არასრულწლოვანი გოგონას გათხოვებას საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების შეფასებით, ეს ტრეფიქინგი და პროსტიტუციაა და მას ქორწინებასთან არაფერი აკავშირებს. ზოგიერთი კი ამბობს, რომ დამნაშავე გოგონას მშობლები არიან, რომელთაც ფულის სანაცვლოდ, საკუთარი შვილი გაყიდეს.

მომზადებულია Al Arabiya-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს