ვარსკვლავების ყველა დროის ყველაზე სულელური ფრაზები

ვარსკვლავების ყველა დროის ყველაზე სულელური ფრაზები

გთავაზობთ ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე სულელურ გამონათქვამებს, რომელიც საზოგადოებას ღიმილს გვრის.

მომღერალი ჯესიკა სიმპსონი - "ეს ქათამია, თუ თევზია? ვიცი, რომ ეს თინუსია, მაგრამ ამბობენ, რომ ზღვის ქათამია".

მომღერალი მერაია ქერი - "როდესაც ტელევიზორს ვუყურებ და მსოფლიოში უამრავ მშიერ ბავშვს ვხედავ, ცრემლებს ვერ ვიკავებ. ვისურვებდი, მათ მსგავსად გამხდარი ვყოფილიყავი, მაგრამ ყოველგვარი ტკივილისა და სიკვდილის გარეშე".

მომღერალი ბრიტნი სპირსი - "არასდროს მინდოდა იაპონიაში გამგზავრება, იმიტომ რომ არ მიყვარს თევზი, თანაც ვიცი, როგორი პოპულარულია ეს საკვები აფრიკაში".

მომღერალი კრისტინა აგილერა - "საინტერესოა, წელს რომელ ქალაქში ჩატარდება კანის საერთაშორისო კინოფესტივალი?"

მოდელი ლინდა ევანჯელისტა - "დიეტებს არ ვიცავ. უბრალოდ არ ვჭამ იმას, რაც ძალიან მინდა, რომ შევჭამო".

მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი - "ჰომოსექსუალური ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის უნდა ხდებოდეს".

მოდელი ბრუკ შილდსი - "უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა, როდესაც იცი, რომ დაცული ხარ. ვთქვათ რაღაც გატყდა, დაურეკავ დაცვას და დასახმარებლად მოვა, თან ექნება ბურღი."

ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი - "ძალიან მინდა ბრუკლინი მოინათლოს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რომელი სარწმუნოების მიხედვით".

მომღერალი მადონა პრესაზე - "ყველა ჩემს აზრებს ასათაურებს".

მსახიობი ანჯელინა ჯოლი - "ჩემს ცხოვრებაში ადრეულ ეტაპზე ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, რომ ცხოვრება შეეცვალა, მაგრამ პირველად სექსი 14 წლის ასაკში მქონდა".

მომღერალი ჯენიფერ ლოპესი - "ვარსკვლავად ყოფნის ცეცხლი მაქვს".

მომღერალი მერლინ მენსონი - "ნარკოტიკებს მოხმარებაზე უარს ვეუბნები, მაგრამ ნარკოტიკები ჩემს სიტყვებს არ უსმენენ".

"მის ალაბამა" 1994 წლის საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე "მის სამყარო" - "არ მინდა სამუდამოდ ვიცოცხლო, რადგანაც ასე დიდხანს არავინ ცოცხლობს. ვიცი, რომ თუკი სამარადისოდ ცხოვრებას განვიზრახავთ, ვიცოცხლებთ კიდეც, მაგრამ ჩვენ დიდხანს სიცოცხლე არ შეგვიძლია, ამიტომაც არ მინდა სამუდამოდ სიცოცხლე".

მომღერალი ბიონსე - "მსახიობობა უფრო ადვილი და მშვიდი პროფესიაა, ვიდრე მომღერლობა - ეს მცირე დრამაა".

მომზადებულია buzzle.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება