პამელა ანდერსონი შოუდან დიდი მკერდის გამო გამოაგდეს

პამელა ანდერსონი შოუდან დიდი მკერდის გამო გამოაგდეს

იყო დრო, როდესაც მსახიობ პამელა ანდერსონისთვის დიდ მკერდს წარმატება მოჰქონდა. მაგალითისთვის ცნობილი სერიალი "მაშველებიც" კმარა.

თუმცა დრო შეიცვალა და ახლა ვარსკვლავს მკერდი წინსვლაში ხელს უშლის. პამელა შოუდან "ცეკვები ყინულზე" ზედმეტად ღრმა დეკოლტეს გამო გააგდეს.

ვარსკვლავს, რომელსაც ძალიან უყვარს დეკოლტიანი კაბები, ცეკვის დროს მოშიშვლებულმა მკერდმა ბევრჯერ შეუშალა ხელი. შოუს განმავლობაში პამელას რამდენჯერმე ხელით მოუწია დეკოლტედან ამოვარდნილი მკერდის თავის ადგილას დაბრუნება, რამაც დადგმულ ცეკვაში ხარვეზები გამოიწვია.

ამის გამო 45 წლის ვარსკვლავს და მის პარტნიორს, მეტ ევერსს ჟიურიმ დაბალი ქულები დაუწერა, რის შემდეგაც წყვილი გააგდეს.

პამელამ პარტნიორს ბოდიში მოუხადა შექმნილი უხერხულობის და წარუმატებლობის გამო.

"სამწუხაროა, მართლაც კარგად იყო ყველაფერი. სამაგიეროდ, ახლა ციგურებზე გაცილებით უკეთ ვსრიალებ. ბოდიში, მეტ", - განაცხადა პამელამ.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება