ნაშვილები ბავშვები, რომლებმაც მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი

ნაშვილები ბავშვები, რომლებმაც მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი

ბევრმა ნაშვილებმა ბავშვმა დაიკავა თავისი ადგილი მსოფლიო ისტორიაში: დანტე ალიგიერიმ, იოჰან სებასტიან ბახმა, ჟან-ჟაკ რუსომ - ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ისინი ღვიძლ მშობლებს არ გაუზრდიათ.

მათ შორის, ვინც ბავშვობაში დაობლდა, რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურიც არის. მაგალითად, იუგოსლავიის პრეზიდენტი იოსიფ ბროზ ტიტო, აშშ-ის პრეზიდენტები ენდრიუ ჯეკსონი და ჯერალდ ფორდი, ასევე ელეონორა რუზველტი, რომელიც აშშ-ის პირველი ლედი და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ავტორი იყო. ნაშვილები იყო რომის იმპერატორი ავგუსტუსი, ასევე ნერონი კლავდიუს დრუზი, ცნობილი რომაელი მხედართმთავარი.

ნაშვილები ბავშვები ასევე არიან კულტურის მოღვაწეებს შორის. ზოგიერთი მათგანი მშობლების გარდაცვალების შემდეგ შორეულმა ნათესავებმა გაზარდეს, რომლებმაც ოჯახი შეუცვალეს.

ყველაზე ცნობილთა შორის არიან კოკო შანელი, ფრანსუა ტრიუფო, ჯეკ ნიკოლსონი, მერილინ მონრო, ედი მერფი, პირს ბროსნანი. ასევე დაობლდნენ და შემდეგ დედობილ-მამობილმა გაზარდეს რეჟისორები გაი რიჩი და სტივენ ანდერსონი, მოკრივე მაიკ ტაისონი, მუსიკოსები ერიკ კლეპტონი, ჯეიმს ბრაუნი, ვანესა მეი, კომპანია "ეპლის" დამფუძნებელი სტივ ჯობსი. ბევრმა არ იცის, რომ ასევე ბავშვობიდან დაობლებული იყვნენ მწერლები ჰერმან მელვილი, ჯოზეფ კონრადი, ედგარ ალან პო და ტრუმენ კაპოტე.

VOGUE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს