რატომ გადასცეს შიდა ქართლის გუბერნატორს პარფიუმერია?!

რატომ გადასცეს შიდა ქართლის გუბერნატორს პარფიუმერია?!

პარფიუმერია, მამაკაცისა და ქალის ასობით ჩექმა, გასაჯური და სახის კრემები, მამაკაცის ჯინსის პერანგები, თმის კონდიციონერები, აბაზანის საწმენდი სითხე, ოთახის აეროზოლები, ტანის პუდრა, კოლგოტკები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების, რომელსაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ეძებს. საქმე ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომლის საერთო ღირებულება 202 283 ათასი ლარია. ნივთები 2012 წლის 15 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შიდა ქართლის გუბერნატორს გადასცა, 19 ივნისს გუბერნატორმა ის გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ამ უკანასკნელმა კი ტურისტულ ცენტრ "ტონთიოს". 

"სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციას (გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში) უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული დანართ #1-ში მითითებული ქონება", - წერია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსის, ზურაბ უბირიას #1225 ბრძანებაში.

ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანი და მდიდარია.

1. კოლგოტკები -რაოდენება - 9 112; ერთი ცალის ფასი - 0, 75 ლარი;

2. ქალის ფეხსაცმელი - რაოდენობა - 143; წყვილის ფასი 11 ლარი;

3. თვალის საცხი ბრჭყვიალა; რაოდენობა -11 520; ცალის ფასი 0,5 ლარი;

4. ბიუსტჰალტერი (სინთეთიკა) -რაოდენობა 805; ცალის ფასი 3 ლარი;

5. გასარუჯი კრემი ,,ნივეა" (ფეხის); რაოდენობა 79; ცალის ფასი 1 ლარი;

უცნობია, რა მიზნით გადაეცა შიდა ქართლის გუბერნატორს აღნიშნული ნივთები.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა