"ახალი მთავრობა მოვიდა და უნდა წახვიდეთო"- მცხეთის მუნიციპალიტეტის რწმუნებულები ზეწოლაზე საუბრობენ

"ახალი მთავრობა მოვიდა და უნდა წახვიდეთო"- მცხეთის მუნიციპალიტეტის რწმუნებულები ზეწოლაზე საუბრობენ

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ყოფილი რწმუნებულები აცხადებენ, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები მათ ახალი გამგებლის მოთხოვნით დაწერეს. სამსახურიდან მცხეთის რაიონის ყველა სოფლის რწმუნებული გაათავისუფლეს.

"მე რაღა ვიყავი, ყველა გაათავისუფლეს და მე დავრჩებოდი? პირადი განცხადების საფუძველზე გავთავისუფლდი, მაგრამ როგორ მოხდა და რა მოხდა, ეს ყველამ იცის. ოცდასამივე რწმუნებული, ვინც წამოვედით, დაგვიბარეს და პირდაპირ გვითხრეს, რომ ახალი მთავრობა მოვიდა და უნდა წახვიდეთო. დავწერე კი არა, დამაწერინეს განცხადება", - განაცხადა სოფელ ვაზიანის ტერიტორიული ორგანოს ყოფილმა რწმუნებულმა გიორგი წონდელმა.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა