ბიონსე XXI-ე საუკუნის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელეს

ბიონსე XXI-ე საუკუნის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელეს

მამაკაცების ჟურნალმა GQ-მ გარეკანზე ცნობილი მომღერლის, ბიონსეს თამამი ფოტო გამოაქვეყნა. ეს პატივი ვარსკვლავს უბრალოდ არ რგებია. გავლენიანმა გამოცემამ ბიონსე XXI საუკუნის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა.

ბიონსემ ექსკლუზიურ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ფოტოების ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ტერი რიჩარდსონია. სურათები საკმაოდ თამამია. ბიონსე ტერის ობიექტივის წინ ტრუსებსა და ტოპებში პოზირებს.

სულ GQ-მ XXI საუკუნის ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგში 100 ცნობილი ქალბატონი შეიყვანა. 31 წლის ბიონსემ უკან ჩამოიტოვა ჯესიკა ალბა, მეგან ფოქსი, მილა კუნისი და სხვები.

მომზადებულია GQ-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება