ვოლოჩკოვამ ბასკოვი მალდივის კუნძულებზე აცდუნა

ვოლოჩკოვამ ბასკოვი მალდივის კუნძულებზე აცდუნა

მალდივის კუნძულები რუსეთის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებში ბოლო წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს. მალდივის ულამაზესი არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე აღნიშნა ახალი წელი ცნობილმა რუსმა მომღერალმა ნიკოლაი ბასკოვმაც. მომღერალი კუნძულზე სკანდალურ ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვასთან ერთად გაემგზავრა. წყვილის რომანტიკული შვებულება Heat.ru-ს ფოტოკორესპოდენტებმა აღბეჭდეს.

ბასკოვი და ვოლოჩკოვა რიტი რას კუნძულზე, ელიტურ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო One & Only-ში დაბინავდნენ. სასტუმროს ნომრის ფანჯრები ოკეანის ულამაზეს ხედს გადაჰყურებს. მას ძირითადად შეყვარებულები ან მეუღლეები ქირაობენ თაფლობის თვეში. ერთი ღამის გატარება სასტუმროში 2500 დოლარი ღირს.

მომღერალი და ბალერინა კუნძულზე  ერთი კვირის წინ ჩავიდნენ. ბასკოვმა ჯერ კიდევ ახალ წლამდე განაცხადა, რომ მალდივის კუნძულებზე "იდუმალ გოგონასთან" ერთად წასვლას აპირებდა. როგორც ფოტოებზე ჩანს, "ძველი მეგობრების" მოგზაურობა ვნებიან თავგადასავლად იქცა.

ნიკოლაი და ანასტასია დილაობით ტალღებზე ნებივრობენ, ტკბებიან წყალქვეშა სამყაროს სილამაზით, ერთმანეთს პლაჟზე პიკანტურ მასაჟს უკეთებენ და ალერსს არ ერიდებიან.

როგორც Heat.ru-ს კორესპოდენტმა გაარკვია, წყვილი კუნძულზე კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება.

მომზადებულია Heat.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება