"ჩინური ევროპა"

"ჩინური ევროპა"

ჩინელებმა ისე კარგად ისწავლეს იმიტირება, რომ მათთვის სირთულეს აღარ წარმოადგენს საკუთარ მიწაზე სხვა ქვეყნის ქალაქების გაშენება. პატარა დასახლებას, ტიანდუჩენს საკუთარი ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი, ინგლისური პაბები და მდინარე ტემზა აქვს.

ყველაფერი ეს კომპაქტურადაა განთავსებული ქალაქ ჰანჩჟოუს სიახლოვეს. "ჩინური ევროპა" კომპანია Zhejiang Guangsha Co. Ltd-მა შეძლებული ჩინელებისთვის ააშენა. ახლა ჩინეთის მოქალაქეებს ევროპის ღირშესანიშნაობათა ნახვა, საკუთარი ქვეყნიდან გაუსვლელადაც შეუძლიათ.

ევროპული ქალაქის იმიტაცია ჩინეთში 19 000 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ის 5 წლის განმავლობაში შენდებოდა და მხოლოდ "მუზეუმის" დატვირთვა არ აქვს. ამ ტერიტორიაზე განთავსებულია სკოლა, ევროპული ტიპის საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფო და კლუბი.

"ჩინურ ევროპაში" ამ დროისთვის მხოლოდ 2000 ადამიანი ცხოვრობს. ყოველდღიურად აქ უამრავი ტურისტი და ახალდაქორწინებული მოდის, რათა ფოტოები გადაიღონ.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს