სააკაშვილის პერსონალური პედოფილები?!

 სააკაშვილის პერსონალური პედოფილები?!

ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებით დაიმუქრა. "როდესაც ასეთ პატიმრებს უშვებ, ეს ან ჩემს ჯინაზე კეთდება, ან პირდაპირ რუსეთის დაკვეთით. მე დავადებ ვეტოს ამას და იმასაც, რომ ყველა სხვა დანაშაულში გაჰყავთ პედოფილია, რომელიც არ იკურნება. ყველა სხვა დანარჩენი ჯანდაბას, მაგრამ პედოფილიის ნაწილს ვადებ ვეტოს. გადალახონ ეს ვეტოც და აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ ციხიდან უშვებს პედოფილებს, მკვლელებს და კანონიერ ქურდებს, მაგრამ მე საღ აზრზე ამას ხელს არ მოვაწერ".

"კვირის პალიტრა" ექსკლუზიურად გთავაზობთ იმ პატიმართა სიას, რომელთა გათავისუფლებას სააკაშვილმა ხელი მოაწერა 21 დეკემბერს და რომელთაც ბრალი ედებათ პედოფილიაში, მკვლელობაში, ჯაშუშობაში, კანონიერ ქურდობაში და სხვ. მანამდე ამ პატიმრების განთავისუფლებაზე უარი თქვა პრეზიდენტის აპარატთან არსებულმა შეწყალების კომისიამ.

პატიმართა 1544-კაციან სიაში 723 მძიმე, ხოლო 532 განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეა.

პრეზიდენტის შეწყალებულთა სიიდან მოვიყვანთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებს:

"დანაშაული სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (პედოფილია). გ. ხახაშვილი, დაბ. 1991 წელს. დაბა ნორიოში ჩაიდინა ნივთების ქურდობა. მანვე მცირეწლოვან თ. ზურაბიშვილის მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება".

"დანაშაული სიცოცხლის ხელყოფის წინააღმდეგ (მკვლელობა). ი. კეჟრიშვილი, დაბ. 1979 წელს. 2005 წელს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მოკლა კ. ნარიმანიძე".

"დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ (კანონიერი ქურდობა). ე. გურჩიანი, დაბ. 1968 წელს. ქურდული სამყაროს წევრი".

ახლა კი ყველაზე საინტერესო - როგორ შეადგინა ეს სია პრეზიდენტმა. წესით, სია უნდა მიეწოდებინა შეწყალების კომისიას.

ელენე თევდორაძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე:

- 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 28 დეკემბრამდე შეწყალებულთა სია თქვენ მიაწოდეთ სააკაშვილს?

- სადაც მძიმე დანაშაულებზეა საუბარი, არა?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა