გვინეტ პელტროუს სილამაზე დედისგან ერგო

გვინეტ პელტროუს სილამაზე დედისგან ერგო

ჰოლივუდის მსახიობს, 40 წლის გვინეტ პელტროუს მემკვიდრეობით დედის სილამაზე ერგო.

გვინეტის დედა, მსახიობი ბლაიტ დანერი 69 წლისაა, მაგრამ მისი აღნაგობა ბევრ ახალგაზრდა გოგონას შეშურდება. ბლაიტი ჟურნალისტებთან საუბარში ყოველთვის აცხადებს, რომ მისი გარეგნობა სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამსახურებაა. გვინეტი ამბობს, რომ დედის შემხედვარე სიბერის არ ეშინია და უხარია, რომ ბლაიტი 69 წლის ასაკშიც ისეთივე ელეგანტური და ჯანმრთელია, როგორც ახალგაზრდობაში.

დედა-შვილი ერთად ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა გლამურულ ღონისძიებებს. თითქმის არავინ იჯერებს, რომ გვინეტის დედა 70 წელს უახლოვდება.

გვინეტი 1972 წელს ლოს-ანჯელესში დაიბადა. ვარსკვლავის მამა რეჟისორი ბრიუს პელტროუ 2002 წელს გარდაიცვალა. ბრიუსი კიბოთი იყო დაავადებული. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაქვრივებული ბლაიტი კიბოს წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთო. ის დღემდე მეუღლის ერთგულია. გვინეტს უმცროსი ძმა ჯეიკი ჰყავს; ჯეიკი პროფესიით რეჟისორია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება