ვიქტორ გარბერმა აღიარა, რომ ჰომოსექსუალია

ვიქტორ გარბერმა აღიარა, რომ ჰომოსექსუალია

მას შემდეგ რაც ჯოდი ფოსტერმა "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე საჯაროდ აღიარა, რომ ლესბოსელია, არატრადიციული ორიენტაციის აღიარება კიდევ ერთმა მსახიობმა, ვიქტორ გარბერმა გადაწყვიტა.

მსახიობ ვიქტორ გარბერს მაყურებელი ფილმ "ტიტანიკიდან" იცნობს. მისი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ ხმები ჰოლივუდში უკვე დიდი ხანია დადის. ვარსკვლავმა ეს ჭორები პირველად დაადასტურა.

"ამის შესახებ როგორც წესი, არ ვსაუბრობ, მაგრამ ყველამ ისედაც იცის ყველაფერი", - განაცხადა მსახიობმა.

მის პარტნიორთან, რეინერ ანდერსონთან ვიქტორი უკვე 13 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს. რეინერი მხატვარი და მოდელია. ის და ვიქტორი ხშირად ჩნდებიან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წყვილი ერთად დაესწრო "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებასაც.

დასავლურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ფოსტერმა არატრადიციული ორიენტაციის საჯაროდ აღიარების "მასობრივი ტრადიცია" დაამკვიდრა.

იხილეთ ასევე: ჯოდი ფოსტერმა აღიარა, რომ ლესბოსელია

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება