პრინცი ჰარი ყველაზე სასურველი მარტოხელა მამაკაცია

პრინცი ჰარი ყველაზე სასურველი მარტოხელა მამაკაცია

ამერიკულმა ჟურნალმა Town&Country-მ პრინცი ჰარი ყველაზე სასურველ მარტოხელა მამაკაცად დაასახელა.

ჰარი გოგონებში პოპულარობით სარგებლობს - ის პრინცია, მდიდარია და ძალიან სიმპათიური, ჯერ კიდევ უცოლოა და რჩეულიც არ ჰყავს. ჰარიმ მსახიობ ჯორჯ კლუნსაც კი აჯობა და ყველაზე სასურველი მამაკაცის ტიტული "წაართვა".

"ახალგაზრდა გოგონებს ჰარი ძალიან მოსწონთ. ეს არავის გვიკვირს. ჰარიმ იცის მხიარულების ფასი და ქალების გულთამპყრობელია", - წერს ჟურნალი Town&Country.

მართალია, ჰარის უფროსი ძმა, პრინცი უილიამი დაოჯახებულია და შვილსაც ელოდება, მაგრამ დაქორწინებამდე ქალბატონებში ძმის მსგავსი პოპულარობა არ ჰქონია.

მომზადებულია Town&Country-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს