ცნობილების შვილები

ცნობილების შვილები

ამას წინათ "ფეისბუქის" გვერდებს ვათვალიერებდი და შემთხვევით გადავაწყდი პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის გოგონას, სალომე ცნობილაძის გვერდს. 9 წლის წინ, როდესაც მარიკა მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი გახლდათ და "ნაციონალები" საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ, სალომე ძალიან პატარა გახლდათ და სკოლაში სწავლობდა. მცირე ხნის შემდეგ ის სასწავლებლად საზღვარგარეთ, კერძოდ, საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრა და უკვე ბევრი წელია, ჯერ ფრანგულ, შემდეგ კი ინგლისურ სასწავლებლებში იღებს ცოდნას. დაინტერესებულია ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებით.

მარიკა ვერულაშვილს არაერთხელ მოუყოლია ინტერვიუებში, როგორი გაჭირვებით გაზარდა თავისი ქალიშვილი, რომელიც 17 წლის ასაკში გაუჩნდა. დღეს კი გვერდით, მისი სახით, მეგობარი ჰყავს. მარიკა ორიოდე წლის წინ გათხოვდა, ბიზნესმენ სოსო ჩხაიძეს გაჰყვა და ვაჟიშვილი შეეძინა, ასე რომ, სალომეს პატარა ძმა ჰყავს.

სალომე საქართველოში ხშირად ჩამოდის და არცთუ იშვიათად ხვდება ჟურნალების გარეკანებზე ხან დედის, ხანაც ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის გვერდით. ახლა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და განათლებას "David Game Gollege"-ში ეწაფება.

სალომე პატარაც ძალიან კარგი გარეგნობით გამოირჩეოდა, მაგრამ რაც წლები მოემატა, კიდევ უფრო დამშვენდა და ამის დასტურად მის ფოტოს გთავაზობთ.

დიზაინერი ავთანდილი და ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი ხათუნა თორთლაძე დიდი ლავ-სთორით გამოირჩევიან. ცნობილია, რომ ავთანდილს ძალიან უყვარს მეუღლე, რომელიც მისი მუზაა და არაერთხელ გამოსულა პოდიუმზე ქმრის მიერ შექმნილი სამოსით. ხათუნას თავადაც ძალიან უყვარს მოდა და სოციალურ ქსელებში, თუკი ავთანდილის ან ხათუნას მეგობარი ხართ, შეგიძლიათ უამრავი ფოტო დაათვალიეროთ, სადაც ხათუნა ორიგინალურად არის გამოწყობილი.

რაც შეეხება მათ ჯერჯერობით ერთადერთ შვილს, ანასტასიას, ის დედ-მამას ძალიან ჰყავს განებივრებული, მუდმივად დაატარებენ სამოგზაუროდ და მისი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. პატარა ანასტასია ყოველთვის გემოვნებით არის გამოწყობილი და დიზაინერი არ იქნება წინააღმდეგი, თუკი ის მამის გზას აირჩევს. ანასტასია გარეგნულად ძალიან ჰგავს დედას.

მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია "ანა-ბანას" ერთ-ერთი მონაწილე იყო, ბავშვობიდანვე ეუფლება დედის პროფესიას. ლიზა თინეიჯერი გახლავთ, მაგრამ ფოტოებზე უფრო დიდს ჰგავს, ვიდრე სინამდვილეში არის. უყვარს ფოტოების გადაღება და მის ალბომებში ურიცხვი რაოდენობის პროფესონალურ ფოტოს ნახავთ. ლიზას ისეთი გარეგნობა აქვს, უცხოელს უფრო ჰგავს, ვიდრე ქართველს. ვნახოთ, გააგრძელებს თუ არა დედის გზას აქტიურად.

ეკა ხოფერიას სამი შვილი ჰყავს, ერთი გოგონა და ორი ბიჭი. ბიჭები პატარები არიან, გოგონა, ანანო ლევიძე, სკოლაში სწავლობს და თინეიჯერი გახლავთ. ანანო დედასავით აქტიური ადამიანია, ხშირად მონაწილეობს ეკას ჟურნალის გადაღებებში და მის საქმიანობაშია ჩართული. ეკას ანანო გიორგი ლევიძესთან ქორწინებიდან ჰყავს, ბიჭები კი ექიმ მიშა ხუჯაძისგან, რომელიც მისი მესამე ქმარია. ანანო გარეგნულად დედასაც ჰგავს და მამასაც და ძალიან ლამაზი გოგონაა, რაშიც თავადაც დარწმუნდებით.

dj ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"