"ქერის დღიურები" გააკრიტიკეს

"ქერის დღიურები" გააკრიტიკეს

სერიალი "ქერის დღიურები", რომელიც ცნობილი კინოგმირის, ქერი ბრედშოუს ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს, კრიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს. სერიალის პირველი ეპიზოდის პრემიერა 14 დეკემბერს შედგა. საკულტო სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" პრეისტორიას საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა, თუმცა კრიტიკოსთა შეფასებები უარყოფითი იყო.

კრიტიკოსი რობერტ ლეილოდი The Los Angeles Times-ში წერს: "დიალოგები არ არის შთამბეჭდავი, თუმცა მსახიობები ბუნებრივად თამაშობენ".

New York Times-ში კი მაიკ ჰეილის კრიტიკული წერილი დაიბეჭდა, სადაც ის წერს, რომ ფილმის თაყვანისმცემლები იმედგაცრუებულნი დარჩებიან "ქერის დღიურებით".

"ქერის დღიურები" სასიამოვნო საყურებელია, მაგრამ "სექსი დიდ ქალაქში" სავსე იყო არაჩვეულებრივი იუმორით და დრამით. მისი თაყვანისმცმელები ნამდვილად იმედგაცრუებულნი დარჩებიან. ორიგინალის ფონზე ახალი სერიალი ძალიან უბრალოდ გამოიყურება. მის რობი ქერის როლს კარგად ართმევს თავს. ამასთან, მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ სერიალის გმირების მეგობრობა არ არის ისეთი საინტერესო, როგორც ეს "სექსი დიდ ქალაქში" იყო", - წერს კრიტიკოსი.

უარყოფითი შეფასება დაიბეჭდა გამოცემა The Hollywood Reporter-შიც. წერილის ავტორი ტიმ გუდმენი თვლის, რომ ორიგინალი სერიალის პრეისტორია ძალიან შორსაა საკულტო ფილმისგან.

კრიტიკოს მეტა ზოლერის წერილში, რომელიც The Vulture-ზე გამოქვეყნდა, ნათვამია, რომ "ქერის დღიურების" პერსონაჟები ზედმეტად მსუბუქები არიან.

"ახალგაზრდა მსახიობები აშკარად არ არიან მზად ასეთი პასუხიმგებლობისთვის და მათი "ამოქაჩვა" უფრო გამოცდილებს უწევთ. სერიალი "ქერის დღიურები" მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ ფილმით "სექსი დიდ ქალაქში" ფულის შოვნა განაგრძონ", - წერს მეტა ზოლერი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება