ბრიტანეთში შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის პირველი ბორდელი გაიხსნა

ბრიტანეთში შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის პირველი ბორდელი გაიხსნა

დიდ ბრიტანეთში ქვეყანაში პირველი ბორდელი გაიხსნა, რომელიც არაჯანსაღი ფსიქიკისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მოემსახურება.

"თანამედროვე საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ადამიანებს, რომელთაც სხვადასხვა სახის ფსიქიკური და ფიზიოლოგიური გადახრები აქვთ, სექსუალური მოთხოვნები უჩნდებათ, რომელიც საჭიროა დაკმაყოფილდეს",- განმარტავს ჩანაფიქრს ბორდელის მეპატრონე 44 წლის ბრიტანელი ბეკი ადამსი.

ამჟამად, იგი საკუთარი დაწესებულებისთვის თანამშრომლებს ეძებს და სჯერა, რომ მისი კლიენტები აუტისტები, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და სხვა მოქალაქეები იქნებიან, რომლებსაც პარტნიორის ძებნა უჭირთ.

ესპანელი ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ ადამიანებმა, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, ან თუნდაც ნაწილობრივ პარალიზებულნი არიან, საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას ხაზი არ უნდა გადაუსვან - მათ სექსუალური სიამოვნების განცდა ჯანმრთელ ადამიანზე არანაკლებ შეუძლიათ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს