Radiohead-ის ვოკალისტმა შესაძლოა, დევიდ კამერონს უჩივლოს

Radiohead-ის ვოკალისტმა შესაძლოა, დევიდ კამერონს უჩივლოს

ბრიტანული როკ-ჯგუფის Radiohead-ის ვოკალისტმა ტომ იორკმა საჯაროდ განაცხადა, რომ თუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი საარჩევნო კამპანიის დროს ჯგუფის რომელიმე სიმღერას გამოიყენებს, სასამართლოში უჩივლებს.

"ვერ ვიტყვი, ვგიჟდები-მეთქი, როცა ბანკირს მოსწონს ჩვენი მუსიკა ან თუნდაც დევიდ კამერონს. არ მჯერა, რომ მას ძალიან მოსწონს ჩვენი ჰიტი King of Limbs. თუმცა, დიდად არ მაღელვებს, რა მოსწონს და რა - არა. მაგრამ მაღელვებს ის ამბავი, გამოიყენებს თუ არა ის ჩვენს სიმღერას წინასაარჩევნო კამპანიაში. თუ ამას იზამს, სასამართლოში ვუჩივლებ", - განაცხადა ტომ იორკმა ჟურნალ Dazed & Confused-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

2010 წელს პრემიერ-მინისტრმა წინასაარჩევნო კამპანიაში ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გამოიყენა ჯგუფის Keane-ს სიმღერა Everybody’s Changing, რამაც ჯგუფის წევრების აღშფოთება გამოიწვია. "შეშფოთებული ვარ, არასოდეს მივცემ ხმას მათ სასარგებლოდ", - აღნიშნა ჯგუფის დრამერმა რიჩარდ ჰიუზმა.

ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში 44 წლის ტომ იორკმა ასევე აღნიშნა, რომ 25 თებერვალს გამოვა ჯგუფ Atoms For Peace "Amok" , რომელიც ბრიტანელი მუსიკოსის მონაწილეობით ჩაიწერა. "რედიოჰედის" ვოკალისტს პარტნიორობას ამ პროექტში უწევენ Red Hot Chilli Peppers-ის ბასისტი ფლი, პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩი და პერკუსიონისტი მაურო რეფოსკო.

მომზადებულია Dazed & Confused-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება