ჯოდი ფოსტერის შვილების მამა მელ გიბსონია?

ჯოდი ფოსტერის შვილების მამა მელ გიბსონია?

ჰოლივუდში ახალი სკანდალი მწიფდება. დასავლურ პრესაში წერენ, რომ მსახიობ ჯოდი ფოსტერის შვილების მამა ჰოლივუდის ვარსკვლავი მელ გიბსონია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯოდის ვაჟების, 14 წლის ჩარლზისა და 12 წლის კრისტოფერის ბიოლოგიური მამა გიბსონია. ჯოდისა და გიბსონს ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ფოსტერი მუდამ მელის გვერდით იყო. ყოველთვის იყო ეჭვი, რომ გიბსონისა და ჯოდის ურთიერთობა უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა, თუმცა ვარსკვლავები ამ საკითხზე კომენტარს არასდროს აკეთებდნენ.

დღემდე უცნობია, ვინ არის ბავშვების მამა. ჯოდის ამ საკითხზე არასდროს უსაუბრია. მამის შესახებ თავად შვილებმაც არაფერი იციან.

ყველასთვის მოულოდნელად, ფოსტერმა "ოქროს გლობუსის" წლევანდელ ცერემონიალზე განაცხადა, რომ ლესბოსელია. სცენიდან კი გულთბილი სიტყვებით ყოფილ საყვარელს სინდი ბერნარდსა და მელ გიბსონს მიმართა.

ფოსტერი "ოქროს გლობუსის" ცერემონიალზე შვილებთან ერთად მივიდა. პაპარაცებმა განაცხადეს, რომ ჯოდის ვაჟები გიბსონის შვილებს ძალიან გვანან. ამ ფაქტმა უფრო გაამძაფრა ეჭვი, რომ დონორი გიბსონია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება