"თუ გავითვალისწინებთ, რომ ალას ქორფა ბიჭები მოსწონს, ბიძინას ადგილზე, მაგ ქალს ჩემს შვილს ახლოსაც არ გავაკარებდი!"

"თუ გავითვალისწინებთ, რომ ალას ქორფა ბიჭები მოსწონს, ბიძინას ადგილზე, მაგ ქალს ჩემს შვილს ახლოსაც არ გავაკარებდი!"

საქართველოში რუსული ესტრადის ვარსკვლავების მოსალოდნელი კონცერტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ხალხის აჟიოტაჟის მიზეზი გახდა. ზოგი ამ ამბავს ხელისუფლების ცვლილებას მიაწერს და მიიჩნევს, რომ თუკი წინათ საქართველოში ჩამოყვანილ უცხოელ შემსრულებლებთან დუეტებს სოფო ნიჟარაძე წერდა, ახლა რომელიმე რუსი ვარსკვლავის და სოფოს "შემცვლელის" ბერას დუეტიც მოსალოდნელიაო...

კომენტარისთვის კულტურული პროექტების ორგანიზატორს - ბატონ დავით ოქიტაშვილს დავუკავშირდით:

- ხალხის აჟიოტაჟის მიზეზს ვერ ვხვდები: ძველით ახალ წელს, თბილისის თითქმის ყველა კლუბში დაგეგმილი ღონისძიებება ჩაიშალა, რადგან ერთ-ერთ კლუბში ცნობილი რუსული ჯგუფი - "გრადუსი" მღეროდა. ამით ყველაფერი ნათქვამი გახლავთ. საქართველოში მსმენელს საშუალება უნდა ჰქონდეს, თავად აირჩიოს, თუ რომელ კონცერტს დაესწრება...

- ბერას და მაგალითად, ალა პუგაჩოვას დუეტს მართლა ხომ არ უნდა ველოდოთ?

- არა, რას ამბობთ?! ეს სულ სხვადასხვა ჟანრია! თან, მიმაჩნია, რომ არავის არავინ შეუცვლია. ბერა უნიჭიერესი მომღერალია. მის ოჯახს ძალიან ახლოს ვიცნობ...

- გასაგებია, რომ სხვადასხვა ჟანრია, მაგრამ მსოფლიო ესტრადას საინტერესო ექსპერიმენტები ახსოვს...

- ვინ ვისთან იმღერებს, ჩემი საქმე არ არის. ასეთ რაღაცებში არც ჩავრეულვარ და არც ჩავერევი. ალა პუგაჩოვას გარდა, ბევრი რუსი შემსრულებლის ჩამოსვლაა დაგეგმილი.

- ხალხის აჟიოტაჟის მიზეზი ის გახლავთ, რომ ამბობენ, - ხელისუფლება შეიცვალა და უკვე რუსი მომღერლების ჩამოყვანა დაიწყესო...

- ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება შეიცვალა, რადგან წინათ მთავრობა წყვეტდა, საქართველოში რომელი შემსრულებელი ჩამოსულიყო. მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კულტურაში ასე არ ხდება. სახელმწიფო შოუბიზნესში არ უნდა ერეოდეს, ამ სფეროს არ უნდა აფინანსებდეს, წინა მთავრობის დროს კი უაზრო ღონისძიებების მოწყობაში მილიონები "იყრებოდა". შეიძლება, რომ ყველა ადამიანში, ვინც საქართველოში არ არის, სამშობლოს მოღალატე, მკვლელი და ჯაშუში ეძებონ?! სირცხვილია! 20 იანვარს მოსკოვში მივდივარ. რა, სამშობლოს მოღალატეებთან მივემგზავრები?! რაც შეეხება, ალა პუგაჩოვას ჩამოსვლასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, ეს ინფორმაცია არ დამიდასტურებია. შეიძლება, ალა პუგაჩოვა საქართველოში ერთ-ერთ ღონისძიებას სტუმრის სტატუსით დაესწროს. ჯერ ერთი, ეტყობა, ინტერნეტსაიტებზე "ნაციონალები" არიან "გარჭობილები" (გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი) და ილანძღებიან. მათ ისიც არ იციან, რომ ალა პუგაჩოვა რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი; მეორე: არ მინდა, რომ კულტურული ღონისძიებები პოლიტიკას უკავშირდებოდეს; მესამე: ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოს ისეთი მთავრობა ჰყავს, რომელიც არავის ეტყვის, - საქართველოში არ ჩამოხვიდე, არ იმღერო და იცეკვოო.

ძირითადად, საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" სახელს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ კომპანიის მარკეტინგის დირექტორს - ბატონ კახა კანდელაკს რუსული ესტრადა არ მოსწონს და მაგალითად, ალა პუგაჩოვას ჩამოყვანაში 10 000 დოლარის გადახდას საქართველოში ერიკა ბადუს ჩამოყვანა ურჩევნია. მისი კომპანიის მისია ხალხის გემოვნების ამაღლება გახლავთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება