კეტი ჰოლმსს ინსტრუქტორი კაცებთან ურთიერთობას ასწავლის

კეტი ჰოლმსს ინსტრუქტორი კაცებთან ურთიერთობას ასწავლის

მსახიობ კეტი ჰოლმსს მამაკაცების გაცნობა უჭირს და პრობლემის მოგვარება მაჭანკალს მიანდო.

ვარსკვლავი მსახიობ ტომ კრუზთან განქორწინების შემდეგ რამდენიმე მამაკაცს ხვდებოდა, მაგრამ ყველა რომანი კრახით დასრულდა. კეტიმ გადაწყვიტა, რჩევები ამ საქმის პროფესიონალისგან მიიღოს და მამაკაცების ბუნება უკეთ შეისწავლოს.

პარტნიორის შერჩევისა და სასიყვარულო ურთიერთობების ინსტრუქტორი კეტის პაემნებზე მოქცევასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ჰოლმსი იმედოვნებს, რომ ინსტრუქტორის წყალობით, შეცდომებს აღარ დაუშვებს.

"ნიუ-იორკში მარტოხელა დედებისთვის ახალი პარტნიორის მოძებნა ძალიან რთულია. ახლა კი მის გვერდით პროფესიონალი ადამიანი დგას. ეს გადაწყვეტილება კეტიმ დაბადების დღეზე მიიღო. ყველა ქალს სჭირდება გვერდით მამაკაცი, მაგრამ არა სულელი პარტნიორი. მას სურს, ახალ წელს ბედნიერი სიყვარული იპოვოს", - წერს ვებსაიტი showbizspy.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება