მურმან დუმბაძემ ნათესავები აჭარის ახალ მთავრობაში დაასაქმა

მურმან დუმბაძემ ნათესავები აჭარის ახალ მთავრობაში დაასაქმა

"გურია ნიუსს" წყარომ 18 ადამიანისგან შემდგარი სია მიაწოდა, სადაც ნათესაობის ნიშნით დანიშნული ადამიანებია ჩამოთვლილი.

სიის თავში უმაღლესი საბჭოს იურიდიულ, საკადრო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიწვეული სპეციალისტი გელა ღოღობერიძეა. ღოღობერიძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის ცოლის ძმაა.

ალექსანდრე ჩიტიშვილი ადასტურებს, რომ ღოღობერიძე მისი ცოლის ნათესავია. "ცოლის ძმა არ არის, მაგრამ ცოლის ახლობელი არის", -ამბობს ჩიტიშვილი.

სიაში მოხვდა აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნათია სირაბიძეც. წყაროს ცნობით იგი მთავრობის თავმჯდომარის ცოლის ნათესავია.

"არჩილის მეუღლე არის ჩემი მოგვარე. ბილოგიური ნათესავი არ არის. რა თქმა უნდა, რამდენიმე თაობის იქეთ კავშირები გვაქვს, მაგრამ როგორც ასეთი, ნათესავი არ არის", - ამბობს ნათია სირაბიძე.

წყაროს ინფორმაციით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე მურმან დუმბაძის ძმის, ნუგზარ დუმბაძის მეგობარია. ნუგზარ დუმბაძის მეგობარია აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძეც. აჭარის ფინანსთა მინისტრი გიორგი თავართქილაძე კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მეჯვარეა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა