დათუნა მგელაძეს მაკა ზამბახიძის დედა თამთა ჭელიძე ეგონა

დათუნა მგელაძეს მაკა ზამბახიძის დედა თამთა ჭელიძე ეგონა

ბუკლემ საკუთარ ხელში აიღო ბლიცინტერვიუების ჩაწერა საზოგადოებისთვის ცნობილ სახესთან და ამჯერად ამ საკითხით დათუნა მგელაძეს მივაკითხე, რომელიც თვითონაც გაახალისა ჩემ მიერ დასმულმა შეკითხვებმა და მართალი გითხრათ, თავადაც ძალიან ბევრი ვიხალისე ჩემს რესპონდენტთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ბუკლიკოს შეკითხვები თქვენც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. მაშ ასე, ბლიცი დათუნასთან!..

- ჯერ ის მითხარი, ახალი წელი როგორ გაატარე?

- როგორც ვატარებდი ბოლო ხუთი წელია, კონცერტებზე. ახალ წელს სახლში შევხვდი, შემდეგ რუსთავში წავედი და ბოლოს კლუბში ვიმღერე. ამ ახალმა წელმა ჩვეულებრივად ჩაიარა.

- სურვილი ჩაიფიქრე?

- როგორც ყველა მომღერალმა, ჩავიფიქრე, ბევრი კონცერტი გვქონდეს (იღიმება).

- კარგი, ახლა მითხარი სამი რამ, რასაც გააკეთებდი, რომ იცოდე, ერთ კვირაში დედამიწას მეტეორი დაეჯახება და ყველაფერი განადგურდება.

- ასე სწრაფად როგორ გიპასუხო? ერთ კვირაში ვკვდებით ყველა?!. რას გავაკეთებდი... რა თქმა უნდა, მივიდოდი ეკლესიაში, შემდეგ წავიდოდი და ჩემებს ვნახავდი, ჩემს დისშვილებს ჩავეხუტებოდი, მეგობრებს და ყოველდღე ასეთ სიყვარულობაში ვიქნებოდი. ფხიზელი ჩემი მტერი შეხვდა სამყაროს აღსასრულს და აუცილებლად დავლევდი (იცინის).

- საინტერესოა, გულჩვილი თუ ხარ, თუ გიტირია რამეზე?

- კი, კაცო, როგორ არა!.. ბოლოს "ტიტანიკზე" ვიტირე, ეს დიდი ხნის წინ იყო. რომელ მომენტზე ვიტირე, აღარ მახსოვს. ფილმებზე გულჩვილი ვხდები (იცინის).

- მონიკა ბელუჩი, ანჯელინა ჯოლი და ადრიანა ლიმა, სამივე ერთდროულად მოგევლინა და გთავაზობენ ერთი ღამის მათთან გატარებას. მხოლოდ ერთი უნდა შეარჩიო...

- რა თქმა უნდა, მონიკა ბელუჩი, რაღაცნაირი ეშხიანი და გემრიელი ქალია.

- ანჯელინა ჯოლის ალბათ იმიტომ არ შეარჩევდი, რომ ექვსი შვილი ჰყავს.

- (იცინის) რამდენი შვილიც უნდა ჰყავდეს, მაინც სიამოვნებით გავატარებდი ღამეს, საერთოდ, სამივე შენ მიერ ჩამოთვლილი ქალი ძალიან მომწონს, მაგრამ მონიკა განსაკუთრებით და რამდენი შვილიც უნდა ჰყავდეს და რა ასაკშიც უნდა იყოს, მაინც სასურველი ქალია. ყოველთვის დავნებდები!..

- ვერ მოგართვით საქართველოში მონიკა ბელუჩი. ერთ მშვენიერ დღეს გესტუმრა ბიძინა ივანიშვილი და გეუბნება, რომ უნდა შეცვალო ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახი კალაძე, ოღონდ უარს არ იღებს. შენი რეაქცია.

- (იცინის) ჰოოო... პირველ რიგში, შემოვიპატიჟებ სახლში, სასმელზე დავითანხმებ და იქნებ, ლაპარაკ-ლაპარაკში გადავაფიქრებინო. აზრს შევაცვლევინებ და ჩავანაცვლებინებ. თუ გამოსავალი არაა, სხვა რამის მინისტრობაზე დავთანხმდები.

- შუაღამისას ინგა გრიგოლია გესტუმრა გადამღებ ჯგუფთან ერთად, მიკროფონით ხელში და გეკითხება, რას ფიქრობ ქართულ პოლიტიკაზე.

- როცა მძინავს და მაღვიძებენ, ძალიან ცუდი რეაქციები მაქვს ხოლმე, მაგრამ სახლში შემოსულ სტუმარს როგორ გავაგდებ? რა თქმა უნდა, შევეცდები, რომ იუმორში გავატარო. პასუხს გავცემდი, თუმცა რამდენად ლოგიკური იქნებოდა, ეს აღარ ვიცი.

- მგონია, რომ უხერხულ სიტუაციებში ძალიან იბნევი.

- ნამდვილად ასეა. რამდენიმე ხნის წინ სხვა ადამიანი ერთ ჩემს კოლეგაში ამერია. ერთნაირი ვარცხნილობა ჰქონდათ. უკნიდან მივეპარე, თვალებზე ხელები ავაფარე და თმა ავუჩეჩე, შევაჯანჯღარე, კოცნა-პროშნა ავუტეხე და... თამთა ჭელიძე მეგონა, აღმოჩნდა, რომ მაკა ზამბახიძის დედა ყოფილა (იცინის). ისე შემრცხვა, სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. დიდი ბოდიშები ვუხადე, მაგრამ მაკას დედა მოკვდა სიცილით. ეს ერთ-ერთ კონცერტზე მოხდა, თამთაც იქ იყო, ერთნაირი ფერის თმა ჰქონდათ. თამთა მართლა იმ ადგილას იჯდა, მაგრამ მე რომ გავედი, სხვაგან გადამჯდარა. ძალიან უხერხული სიტუაცია იყო.

- წარმოიდგინე, შიშვლად გადაღებას გთავაზობს ქალთა კატეგორიაზე გათვლილი ძალიან მაგარი ჟურნალი და გიხდიან სოლიდურ თანხას. დათანხმდები?

- (დაფიქრდა) შიშვლად როგორ? წელს ზევით?

- მთლიანად.

- არა, რა თქმა უნდა!.. არანაირი თანხის საფასურად არ დავთანხმდები.

- წარმოიდგინე სიტუაცია - საღამო ხანია. შენი სახლის ფანჯრებთან მოდის ივანა მელაი ქსოვრელებთან ერთად და გიმღერის დარდიმანდულ სასიყვარულო სიმღერას.

- ჰაჰაჰა... როგორი რეაქცია მექნება, არ ვიცი, მაგრამ რას გავიფიქრებ, ზუსტად ვიცი - მართლა რა მაგრად ჰყვარებია ქართველები-მეთქი (იცინის).

- გიმღერია სერენადები?

- რამდენჯერაც გინდა, მაგრამ სხვებს წავყოლივარ.

- უცბად დამისახელე ყველაზე სექსუალური 3 ქალბატონი.

- მაგას უცბად როგორ გეტყვი, ძალიან ბევრჯერ გვიმსჯელია და ვერ გამიცია პასუხი.

- ჯერ ის მითხარი, რა განსაზღვრავს ქალის სექსუალურობას, პირველ რიგში, რას აკვირდები?

- (იცინის) ანუ საით გამირბის თვალი?.. არ დავკვირვებივარ. ლამაზი უნდა იყოს აუცილებლად, რითაც ქალი განსხვავდება კაცისგან, ის ღირსშესანიშნაობები უნდა ჰქონდეს კარგად წარმოდგენილი, შავთმიანი იქნება თუ ქერა, ამას არა აქვს მნიშვნელობა. თუ მომეწონა, ჩემთვის სექსუალურიც იქნება. ისეთი გოგონა არასდროს მომწონებია, რომელიც სექსუალური არ ყოფილა.

- შენ რომ გიწოდებენ სექსუალურ მამაკაცს, მოგწონს?

- რა ვიცი... რა გითხრა (იცინის).

- ვერ მოიფიქრე, ვინ არის სამი სექსუალური ქალბატონი?

- ლამაზებს გეტყვი - ჩემი ნინუკელა ბადურა, ქრისტინე იმედაძე და მაკა ასათიანი, რა თქმა უნდა.

- ბოლოს, მინდა, რაიმე ორიგინალური სადღეგრძელო მითხრა.

- სადღეგრძელოები მიყვარს, მაგრამ დიდი მჭევრმეტყველებით არ გამოვირჩევი. სამ ჩ-ს გაუმარჯოს-მეთქი, არასდროს მითქვამს.

- "სამი ჩ" რა არის?

- არ გაგიგია ასეთი სადღეგრძელო?.. - ჩვენს ჩუმ ჩანაფიქრებს გაუმარჯოსო (იცინის)? ადრე ამბობდნენ ხოლმე. მე ორიგინალური სადღეგრძელო არ მაქვს.

- დაბოლოს, მითხარი, გეგმები თუ გაქვს რაიმე 2013 წელს?

- ახლა ვფიქრობ, ორ სიმღერას შორის ერთ-ერთი ამოვარჩიო და მასზე კლიპი გადავიღო, რომელიც მაისისთვის მზად იქნება.

dj ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება